05 იანვარი, 2016
რატი ამაღლობელი ლექსზე ''პატრიარქი გაიყინა'' განმარტებას აკეთებს - ''ლექსია ხალხო ლექსი, შეიძლება ცუდი, დასაგმობი, მაგრამ''...
''ლექსია ხალხო ლექსი, შეიძლება ცუდი, დასაგმობი, მაგრამ არამც და არამც "ზუსტი" ინფორმაცია'', წერს პოეტი რატი ამაღლობელი, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში მის მიმართ ბევრი კრიტიკა დაიწერა. კრიტიკა კი მისმა ლექსმა გამოიწვია, რომლიც რამდენიმე საათის წინ ''დელისის'' მეტროში გარდაცვლილ მამაკაცზე დაწერა;

"პატრიარქი გაიყინა,
საკუთარ დაბადების დღეზე გაიყინა,
83 წლის მოხუცი პატრიარქი
მეტროს ჩასასვლელში,
მიწისქვეშა გადასასვლელში
გაიყინა.
დიახაც, მე მიყვარს პატრიარქი
ჩემი გაყინული პატრიარქი,
მიწისქვეშეთის მისადგომებთან
წაქცეული.
უცხო, უცნობი, განდევნილი,
როგორც პირველი ქრისტიანი,
მე მიყვარს პატრიარქი
მეტროს
ჩასასვლელში გაყინული.
მას არავინ მიულოცავს
დაბადების დღეს,
არავინ უმღერებს ოდებს.
დაე, დატირება, ეს მცირე დატირება
წაგყვეს უწმინდესო იქ,
სადაც მართალნი განისვენებენ..."

ბეჭდვა