05 იანვარი, 2016
რატი ამაღლობელი ლექსზე ''პატრიარქი გაიყინა'' განმარტებას აკეთებს - ''ლექსია ხალხო ლექსი, შეიძლება ცუდი, დასაგმობი, მაგრამ''...
''ლექსია ხალხო ლექსი, შეიძლება ცუდი, დასაგმობი, მაგრამ არამც და არამც "ზუსტი" ინფორმაცია'', წერს პოეტი რატი ამაღლობელი, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში მის მიმართ ბევრი კრიტიკა დაიწერა. კრიტიკა კი მისმა ლექსმა გამოიწვია, რომლიც რამდენიმე საათის წინ ''დელისის'' მეტროში გარდაცვლილ მამაკაცზე დაწერა;

"პატრიარქი გაიყინა,
საკუთარ დაბადების დღეზე გაიყინა,
83 წლის მოხუცი პატრიარქი
მეტროს ჩასასვლელში,
მიწისქვეშა გადასასვლელში
გაიყინა.
დიახაც, მე მიყვარს პატრიარქი
ჩემი გაყინული პატრიარქი,
მიწისქვეშეთის მისადგომებთან
წაქცეული.
უცხო, უცნობი, განდევნილი,
როგორც პირველი ქრისტიანი,
მე მიყვარს პატრიარქი
მეტროს
ჩასასვლელში გაყინული.
მას არავინ მიულოცავს
დაბადების დღეს,
არავინ უმღერებს ოდებს.
დაე, დატირება, ეს მცირე დატირება
წაგყვეს უწმინდესო იქ,
სადაც მართალნი განისვენებენ..."

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
ნინო
ეს არც თეთრი ლექსია, ჩემი აზრით. არც ხელოვნება, არა მარტო იმიტომ რომ უწმინდესს შეურაცხყოფს. ეს არც სიტყვის თავისუფლებაა. სიტყვა თავისუფლება თუ ნიშნავს – ,,გიჟი თავისუფალიაო" მაშინ წეროს ე.წ. პოეტმა რაც უნდა. რა ამის პასუხია და ამ ამბავზე გამახსენდა, კომუნისტების მოსვლისას (არადა როგორ გვანან ზოგიერთი ,,დემოკრატები" მათ) როდესაც ისინი ანგრევდნენ ტაძრებს,შეურაცხყოფდნენ სიწმინდეებს, სდევნიდნენ სამღვდელოებას, ერთ იმათგანს გამოუტანია ხატი ტაძრიდან, ზედ შემდგარა და გიჟური როკვით გაიძახოდა, აბა თუ არსებობს ღმერთი, რამე დამიშავოსო. მაშინ იქ მყოფს ვიღაცას უთქვამს: მეტი რაღა უნდა დაგიშავოს შე საცოდავო–გაუგიჟებულხარო. ალბათ ეს ყველაზე იოლი სასჯელი იქნებოდა ამ ამბის შემოქმედდათვის.
23:24 / 05-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ლამაზი ლექსია, სევდიანი ხალხო ტქვენ რამ გადაგრიათ,ან ხელოვნება არ გესმით.ადამიანმა გაყინულ მოხუცში ჩვენი მოხუცი პატრიარქი ცარმოიდგინა,გული სევდისგან დაეწვა და დაწერა ეს ლექსი არ ეკადრება რუსთაველის ქვეყანას ამდენი გაუნათლებელი და უკულტურო ვინც რატის ლანძღავთ თქვენ არც პატრიარქის მნიშვნელობა გესმით და არც უფლის სიყვარული გესმით,თქვენ ხართ ის ბრბო რომელიც კბილდაკრეჭილი სხვის ჩასაქოლადაა მზად თქვენნაირებმა გააკრეს ჯვარზე იესო
20:57 / 05-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ნუნუნა
ეგ რომ არ დაგეწერა უფრო კარგი წარმოდგენა მქონდა თქვენზე,ვწუხვარ:(((
20:17 / 05-01-2016
გამოხმაურება / 0 /
aba
ასეთ უნიჭო და გაურკვეველი არაფერი წამიკითხავს ,ესეც პოეტია,შე საცოდავო რა გეშველება
19:33 / 05-01-2016
გამოხმაურება / 0 /
მაგდა
ტვინი აქვს გაყინული ამის დამწერს....
19:04 / 05-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS