05 იანვარი, 2016
რატი ამაღლობელი ლექსზე ''პატრიარქი გაიყინა'' განმარტებას აკეთებს - ''ლექსია ხალხო ლექსი, შეიძლება ცუდი, დასაგმობი, მაგრამ''...
''ლექსია ხალხო ლექსი, შეიძლება ცუდი, დასაგმობი, მაგრამ არამც და არამც "ზუსტი" ინფორმაცია'', წერს პოეტი რატი ამაღლობელი, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში მის მიმართ ბევრი კრიტიკა დაიწერა. კრიტიკა კი მისმა ლექსმა გამოიწვია, რომლიც რამდენიმე საათის წინ ''დელისის'' მეტროში გარდაცვლილ მამაკაცზე დაწერა;

"პატრიარქი გაიყინა,
საკუთარ დაბადების დღეზე გაიყინა,
83 წლის მოხუცი პატრიარქი
მეტროს ჩასასვლელში,
მიწისქვეშა გადასასვლელში
გაიყინა.
დიახაც, მე მიყვარს პატრიარქი
ჩემი გაყინული პატრიარქი,
მიწისქვეშეთის მისადგომებთან
წაქცეული.
უცხო, უცნობი, განდევნილი,
როგორც პირველი ქრისტიანი,
მე მიყვარს პატრიარქი
მეტროს
ჩასასვლელში გაყინული.
მას არავინ მიულოცავს
დაბადების დღეს,
არავინ უმღერებს ოდებს.
დაე, დატირება, ეს მცირე დატირება
წაგყვეს უწმინდესო იქ,
სადაც მართალნი განისვენებენ..."

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
ლედი
იქნებ არაპოეტურად,იქნებ არათავმდაბლურად...და იქნებ პასქვილიაც იყოს...მთავარია იყოს სიმართლე.ვაჟას ვერაფერს დავუწუნებდით და არც რატის მივადარებდით მაგრამ ხომ ამბობდა სთქმელს? რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის?მაინცდამაინც მწერალთა კავშირის წევრი უნდა იყოს რომ აზრი გაიგოთ?რუსთაველმა დაგვიტოვა განძი რომელიც საუკუნეებს უსწრებს და უძლებს ბისე რომ არსად არ სჩანს ქებაი პქტრიარქებისაი...ყველამ ხომ ვიცით რა ხდება ცვენს ირგვლივ ? ნუტუ ასე გამაღიზიანებელია ეგ სიტყვები? და სხვა არაფერი?როდემდე უნდა ვიყოთ სიბნელეში? რატის არ ვიცნობ,მისი პოეზიის შემფასებელი არ ვარ მაგრამ სიტყვა გასაგებია.....
20:49 / 18-02-2016
გამოხმაურება / 0 /
მრევლი ბნელია
ამ ლექსში დასაგმობი არაფერია, ჩვენ გვყავს პატრიარქი სირაქლემას მდგომარეობაში, მედროვე სასულიერო პირები და დაზომბირებული, შეზღუდული აზროვნების მრევლი. სამწუხაროა რომ რატისნაირი სიმართლიმთქმელი და განათლებული მოქალაქეები ძალიან ცოტა გვყავს
02:07 / 07-01-2016
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ძალინ მომწონს. რაც დასაგმობია, ეს ხალხის სიბნელეა და არა ლექსი.
19:37 / 06-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინა
სად ხედავ შენ აქ ლექსს? ლექსი კი არა პასკვილია პატრიარქზე. შურისმაძიებელო, მედროვე.არ არის საჭირო ხალხო ყურადღების გამახვილება რელიგიაზე და ურწმუნოებაზე. აქ მთავარი სხვა რამეა. დრო იხელთა და შეუტია მას, ვინც მასზე ნაკლებად არაა დამნაშავე იმაში, რომ ქვეყანაში ხალხი იყინება. რატომ გაურბიხარ შენს წილ პასუხისმგებლობას ამაღლობელო? სად იყავი მაშინ, როცა ბიუჯეტის ფულებით ჩაცმა–დახურვაზე, დროის ტარებაზე იყვნენ გადასული სხვები? მაშინ არ იყინებოდა ხომ შენი პატრიარქი და არც შენი მატრიარქი?
16:17 / 06-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ერი
ეშმაკი მოეძალა, ტფუი ეშმაკს...
14:03 / 06-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS