03 იანვარი, 2016
ვისთან ერთად გაატარა ეკა ხვედელიძემ ბედობა
ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გასულ წელს „20:30“- ში სტუმრობისას ახალი წლის მოლოცვასთან ერთად ისიც გაგვიმხილა, თუ როგორ გეგმავდა ახალი წლის შეხვედრას. 12 საათზე მთელი ოჯახი ერთად შევიკრიბებით. მეორე დღეს კი ტრადიციად გვაქვს მეგობრებს შევხვდეთო. ამბობდა ბიზნესმენი.

როგორც უკვე ცნობილია, მაიმუნის წელს არის დაბადებული ყოფილი პრემიერი და ყვითელი ტაბლოიდები განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებდა თვალს, ოჯახის საახალწლო სამზადისს.

ოჯახმა არც ამჯერად უღალატა ტრადიციას. სხვადასხვა ქვეყანაში სასწავლებლად წასული შვილები თბილისში შეიკრიბნენ და ოჯახი ერთად შეეგება 2016 წლს.

ოჯახის
ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა ნიკუშა შენგელაიას მეუღლემ, ეკა ჭიჭინაძემ ფეისბუქზე ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობიან მეგობრები ბედობას. მათთან ერთადაა ეკა ხვედელიძეც, რომელიც ბოლო დროს საქართველოში ერთ - ერთ ყველაზე დახვეწილ ქალბატონად აღიარეს. Rating

RatingRating

ბეჭდვა