31 დეკემბერი, 2015
მამულიჩა მეგობრებმა საახალწლოდ გაანაწყენეს - „ციხის თუ არ გეშინია, მოვალ“
პროდიუსერი კახა მამულაშვილი საახალწლოდ მეგობრებმა გაანაწყენეს, ამის შესახებ კახა ფეისბუქზე ნახევრად ხუმრობით წერს: 

"ბედობაზე რომ არ მეძახით ოჯახში გასაგებია, ჩემი მეკვლეობაც აღარ გინდათ? მაიცა თკვენ გიტირებთ ყოფის დღეს, თქვე მაიმუნებო... (არადა შარშან რა მოთხოვნა იყო), წერს მამულიჩა.

როგორც ჩანს ფეიბუქზე გამხელილმა სევდამ „გაამართლა“ და მამულიჩას ერთ-ერთი მეგობარი მადრიდში ეპატიჟება.

მსახიობი სოფია სებისვერაძეც წერს, თუ თარსი არ ხარ, მოდიო. მამულიჩა სიცილით პასუხობს, „ციხის თუ არ გეშინია, მოვალ“.

გასული წელი პროდიუსერისთვის ძალიან ცუდი იყო. ნარკოტიკების დიდი რაოდენობით
შენახვისთვის ციხეში მოხვდა. მოგვიანებით კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისულეს.

როგორც ჩანს, მამულიჩა ფიქრობს, რომ სწორედ ამიტომ არ ეპატჟებიან მეკვლედ მეგობრები.
ბეჭდვა