18 დეკემბერი, 2015
როგორ გამოიყურება მილიონერ თემურ უგულავას და ნინი ნებიერიძის ნაძვის ხე და რას ეძახის მოდელი მოფერებით მეუღლეს
თემურ უგულავა და ნინი ცოტა ხნის წინ ახალ ბინაში გადავიდნენ საცხოვრებლად
''პუსიკა'' წერს ნინი ნებიერიძე და მეუღლესთან, ბიზნესმენ თემურ უგულავასთან ერთად მორიგ ფოტოს აქვეყნებს. ''როგორც ჩანს, მოდელი ნინი ნებიერიძე მის ახლად შეძენილ მეუღლეს მოფერებით ეძახის პუსიკას, ნეტავ რა რეაქცია აქვთ ამ საკითხზე თემურის მეგობრებს.  ალბათ მთავარი დღის ნიუსი იქნება'' : წერს ნინის ერთ-ერთი მეგობარი.

ნინი პასუხობს,რომ თუ ასე მოხდა, ცუდი ნამდვილად არ იქნება.

თემურ უგულავა და ნინი ცოტა ხნის წინ ახალ ბინაში გადავიდნენ საცხოვრებლად. საახალწლოდ
ნაძვის ხეც უკვე მორთეს. მეგობრები, მათი ნაძვის ხის მორთვის კრეატიული იდეით აღფრთოვანებულები არიან. გთავაზობთ ფოტოებს მათი ბინიდან. შესაძლოა, საახალწლოდ ბინის მათ მსგავსად მორთვის იდეა, თქვენც გაგიჩნდეთ.
RatingRatingRatingRatingRating
ბეჭდვა