10 დეკემბერი, 2015
გახდება თუ არა ჯანეტ ქერდიყოშვილი ''მის სამყარო'' - ''ყველაზე ლამაზი ხარ''...
ჯანეტი უკვე რამდენიმე დღეა, ლას ვეგასში იმყოფება
ქართველი მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი ''მის საქართველო 2011'' ''მის სამყაროში'' იღებს მონაწილეობას. კონკურსი 2015 წლის 20 დეკემნბერს გაიმართება და ყველა ქვეყნის მსოფლიოს ლამაზმანები შეეცდებიან დედოფლის გვირგვინის მოპოვებას.

ჯანეტი უკვე რამდენიმე დღეა, ლას ვეგასში იმყოფება და წინასაკონკურსო პერიოდის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებს.

ჯანეტ ქერდიყოშვილს ''მის მსოფლიოზე'' მონაწილეობა 2013 წელს უნდა მიეღო, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კონკურსზე ვერ გაემგზავრა.

სოციალურ ქსელში ჯანეტს ქართველები გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ. ''ყველაზე ლამაზი ხარ,
აუცილებლად გახდები გამარჯვებული'', წერენ ჯანეტის სილამაზით მოხიბლული ქართველები. იმედია, ქართველი ლამაზმანი გამარჯვებული თუ ვერ გახდა, ხუთ საუკეთესო გოგონას შორის მაინც მოხვდება.
სალომე დადიანი

RatingRatingRatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
მარი
ძალიან ლამაზია ჯანეტი და "მის სამყაროს" მონაწილეებს შორისაც ერთ-ერთი გამორჩეულია! მის ფოტოს, მგონი, ყველაზე მეტი ლაიკი ქონდა. "მის მსოფლიოს"და "მის სამყაროს" კონკურსები უფრო მეტად პოლიტიკაა. ჯანეტი რომ ამერიკის, საფრანგეთის ან ევროპის რომელიმე ქვეყნის სახელით გადიოდეს მაშინ ხომ გაამარჯვებინებდნენ.
15:40 / 13-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ანია
ეს კია ყველაზ ელამაზი მარა მარტო სილამაზე რომ არ კმარა ვიციტ წარმატებეი ჩვენო ლამაზო გოგო
22:03 / 11-12-2015
გამოხმაურება / 0 /
დავით
მართლაც ლამაზია ძალიან მაგარია !
22:29 / 10-12-2015
გამოხმაურება / 0 /
რა ვიცი, რა ვიცი
მართლა ძალიან ლამაზია და წარმატებებს ვუსურვებ. ისე, სად ქერდიყოშვილი და სად ჟანეტი (ან თუნდაც ჯანეტი), სხვა სახელი ვერ შეურჩიეს ამ ლამაზ გოგოს?
22:28 / 10-12-2015
გამოხმაურება / 0 /
რუსკა
ძალიან, ძალიან ლამაზი გოგოა, არაჩვეულებრივი, უზომოდ მომწონს. წარმატებებს ვუსურვებ, უნდა გავიმარჯვოთ!!!
20:50 / 10-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS