13 აგვისტო, 2013
ბაჩო საგანელიძისა და ლელა მებურიშვილის სიყვარულის ამბავი გამართლდა

როგორც ჩანს, გრანდიოზული ქორწილიც არ არის შორს

''რეიტინგი'' მცირე ხნის წინ იუწყებოდა, რომ მსახიობი ლელა მებურიშვილი პარლამენტარ დავით საგანელიძის ძმისშვილზე, ბაჩოზე დაინიშნა. ამბობდნენ, რომ ბაჩოს საკმაო ხანია უყვარს ლელა და ლელამ ახლახან უპასუხა იმავე გრძნობით.

ბაჩო საგანელიძე "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" დირექტორი გახლავთ. განათლება უცხოეთში აქვს მიღებული. ის თბილისში საკმაოდ სასურველ სასიძოდ მიიჩნეოდა, თუმცა მისი გული უკვე დაკავებულია და გოგონებს მისი მონადირების შანსი აღარ აქვთ, რადგან მთელი მისი ყურადღება ლელა მებურიშვილისკენ არის მიპყრობილი.

როგორც კი ამ ამბის
შესახებ შევიტყვეთ, ლელას დავურეკეთ, მან დაგვიდასტურა, რომ იცნობს ბაჩო საგანელიძეს, თუმცა უარყო ხმები მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. მაშინ ასეთი დიალოგი შედგა ჩვენს შორის

- ლელა, გავიგეთ, რომ თხოვდები.
- (იცინის) დღეს ჭორების დღეა, თუ რა ხდება?!.
- ანუ, კიდევ გკითხა ვინმემ?
- არა, არ ვთხოვდები!.. დღეს რეპეტიციაზე ვართ და სხვადასხვა ადამიანზე უამრავი ჭორი გავიგეთ.
- მე კონკრეტული ადრესატის დასახელება შემიძლია.
- ანუ, ვის გავყვები? და წინა ჭორის დროსაც ხომ გაიგეთ და იმის წინაზეც(იცინის)? ხან ვის მივყვები, ხან - ვის.
- მე გავიგე, რომ მიჰყვები დავით საგანელიძის ძმისშვილს, ბაჩო საგანელიძეს.
- არა...
- ამბობენ, რომ დიდი ხანია, შენი თაყვანისმცემელია და უნდოდა შენი ცოლად შერთვა, ახლა კი შენც იმავე გრძნობით უპასუხე და დათანხმდი.
- არა, ნამდვილად ჭორია.
- იცნობ ბაჩოს პირადად?
- ვიცნობ.
- მეგობრები ხართ?
- დიდი ხანი არ არის, რაც ვიცნობ.
- ანუ არ არის შენი თაყვანისმცემელი?
- მეტს ვერაფერს გეტყვით ამ თემაზე.
- ანუ დუმილს ამჯობინებ?
- არა, არ ვდუმვარ. ხომ გიპასუხეთ? ყველაფერი ჭორია, რაც მითხარით (იღიმის).
მოგვიანებით, მსახიობი და ბაჩო საგანელიძე ერთად ნახეს ივლისში, ბათუმის ჯაზფესტივალის ერთ-ერთ კონცერტზე. ამ ფოტოთი კი ყველაფერი ნათქვამია. ფოტოზე, რომელიც ბაჩომ საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდზე გამოაქვეყნა, ერთ-ერთ მის მეგობარს მიწერილი აქვს - ''მიყვარს ეს წყვილი!''. როგორც ჩანს, გრანდიოზული ქორწილიც არ არის შორს...

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

 

ბეჭდვა