30 ნოემბერი, 2015
ერეკლე დეისაძე დაპატიმრებას გადაურჩა - „სამართალმა პური ჭამა“...
პროკურატურა აღმკვეთ ღონისძიებას ითხოვდა ან გირაოს
„სამართალმა პური ჭამა და ყველიც მიაყოლა“ ღიმილით წერს მწერალი ერეკლე დეისაძე და სასამართლო დარბაზიდან ფოტოს აქვეყნებს.

„მარიხუანის მეორედ მოხმარების ფაქტი, პროკურატურა აღმკვეთ ღონისძიებას ითხოვდა ან გირაოს, მაგრამ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, მეოთხე თვეა გრძელდებოდა ეს პროცესი და დღეს დამთავრდა“, წერს ერეკლე.

Rating

„რა გარემოება და არგუმენტი გქონდა ისეთი, რომ გაგამართლეს? ეკითხებან სოციალურ ქსელში ერეკლეს. თუმცა მას ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია. 

სალომე დადიანი 



ბეჭდვა