28 ნოემბერი, 2015
ხათუნა ჟორდანია შვილის კრიტიკოსებს პასუხობს - „ჩემი შვილი ბევრ თქვენგანს „მასტერ კლასს“ ჩაუტარებს სამშობლოს სიყვარულში“
ზოგი წერს, რომ ნინის აღზრდაში დედას აქვს შეცდომა დაშვებული რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში არ წყდება ნინი ქარსელაძის კრიტიკა. მომღერლის გულახდილი პასუხი, რომ მას სამშობლოზე მეტად შოკოლადი უყვარს, ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნია.

ზოგი წერს, რომ ნინის აღზრდაში დედას აქვს შეცდომა დაშვებული. ნინის დედა, ხათუნა ჟორდანია კრიტიკოსებს სოციალურ ქსელში  პასუხობს. 

„ვინაიდან ხათუნას კომენტარი გაინტერესებთ, დიდი სიამოვნებით შემოგთავაზებთ ჩემს მოკრძალებულ, სუბიექტურ აზრს:
ვინც უყურა ამ გადაცემას, კითხვაზე-რა გიყვარს სამშობლოზე ძალიან? ნინიმ უპასუხა- დედა, და, ჩემი ოჯახიო. (თუ სწორად მახსოვს?) რა, კიდევ
რაო? მგონი, ასე ჰკითხა წამყვანმა და ნინიმ სიცილით- შოკოლადიო.

იქვე, რომელიღაც კითხვაზე(თუ მეხსიერება არ მღალატობს), მოყვა, როგორ ცხოვრობდა რამოდენიმე ხანი უცხოეთში და როცა ჩამოვედი, ამ ქვეყნის სუნი მენატრებოდაო. ვინც ისე  უყურა გადაცემას, რომ აუცილებლად უარყოფითად უნდოდა შეეფასებინა, ენას ძვალი არ აქვს და ჩვენ, ამ სამშობლოზე ასე შეყვარებულ ადამიანებს, ხომ ასე გვიადვილდება ადამიანების გაკიცხვა, გადავლა, განსაკუთრებით როცა ის სულ 24 წლისაა.

და სამშობლოს სიყვარულზე ბევრი რომ ელაპარაკა, ან ეთქვა თავს გავწირავ ამ ქვეყნისთვისო- ნეტა, ყველა კმაყოფილი დარჩებოდა? ასე, რომ ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და 1000% ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი შვილი, ბევრ თქვენგანს გაასწრებს და მასტერ კლასსაც ჩაუტარებს სამშობლოს სიყვარულში... პატივისცემით ხათუნა ჟორდანია“.

სალომე დადიანი 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
მარია
კარგი გოგონაა ნინი და ხათუნა ვაფშე საერთოდ უმაგრესი! ნეტა ხათუნას რო უყვარს საქართველო და ქართველები ისე გიყვარდეთ თქვე დაბოღმილებო?! ყველამ თავის ბოსტანს და შემორაგულს მიხედოს!
13:49 / 03-12-2015
გამოხმაურება / 0 /
..
რა შეუხედავია ეგ ნინი.
10:40 / 02-12-2015
გამოხმაურება / 0 /
სარა
დედა უფრო გიყვარს თუ ნაყინიო, პასუხი რათქმაუნდა ნაყინია და და ამიტომ პაწუებს დედაზე მეტად ნაყინი უყვართ ხოოო? ,, კარქით'' რაააააა... რა ბოღმები ხართ და ბნელები, ახალგაზრდა გოგოს სიტყვა არ უთქვამს ჯერ, თქვენი გასაკიცხი და გასალანძღი არ ყოფილიყო, თქვენ შვილებს და თქვენ თავებს მიხედეთ, რაც მეტი იქნებით ნინიზე უკეთესები მით უკეთესი თქვენთვის და სამშობლოსთვისაც.
03:50 / 02-12-2015
გამოხმაურება / 0 /
nanka
წამყვანმა კითხა რა გიყვარს სამშობლოზე მეტად და არა ვინ,ასე რომ ვერც კითხვა ვერ გაიგო ნინიმ და როგორც გაიგო ისეთი პასუხი კი გასცა
23:22 / 01-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ბებერი
ხათუნა მასტერ კლასი მთავარია პატარა ბიჭების ნადირობაში არ ჩაგვიტაროთ.დანარჩენს არ უშავს
15:52 / 01-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS