28 ნოემბერი, 2015
აღშფოთებული ნატალი მაჩიტიძე რეჟისორებს მიმართავს - „ნუ გინდათ, ჩემშიც შორენა დაინახოთ“
მესმის, რომ ეს ,,სექსი" კომერციულია და კარგად იყიდება ამ უსექსო ქვეყანაში მსახიობ ნატალი მაჩიტიძეს გარეგნობით ხშირად ანჯელინა ჯოლის ამსგავსებენ. სერიალ „მზარეულებში“ მან დუტა სხირტლაძესთან ეროტიული სცენებს თავი ძლიან კარგად გაართვა. მისი გმირი სტერვა, მატყუარა და მსუბუქი ყოფაქცევისაა.  როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ ნატალის მსგავსი როლები შესთავაზეს. ამ ფაქტმა მსახიობი აღაშფოთა და  სოციალურ ქსელში შემდეგი სტატუსი დაწერა: 

„მესმის, რომ ეს ,,სექსი" კომერციულია და კარგად იყიდება ამ უსექსო ქვეყანაში, მაგრამ ხომ შეიძლება, ნორმალური როლები შემომთავაზოთ? გავიგე, რომ ვიზუალიდან
გამომდინარე მთავაზობ, მაგრამ ვიზუალის გარდა მაქვს სულიერი მხარეც (თუ არ იცოდით)და სიამოვნებით შევასრულებ როლებს, რომელიც ოდნავ მაინც ახლოს არის ჩემთან.

სულ სტერვა, მკვლელი და ბოზი შეიძლება ვითამაშო? რეჟისორებო, გაახილეთ კარგად თვალები და ნუ გინდათ, ჩემშიც შორენა დაინახოთ. ბევრად მეტი შემიძლია და გარეგნობით არ ვმანიპულირებ“!!! წერს ნატალი.

სალომე დადიანი

როგორ იხსენებს დუტასთან სექსუალურ სცენას რუსთაველი ანჯელინა : ''ქორწილის დღეს სხვასთან ვღალატობ''
ბეჭდვა