27 ნოემბერი, 2015
რატომ უყვარს ნინი ქარსელაძეს შოკოლადი სამშობლოზე მეტად - „ჩემი პასუხი იყო გულრწფელი“
დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს გადაცემა ობიექტურად შეაფასა რამდენიმე კვირის წინ გადაცემა "მძიმე კაცთან" ნინი ქარსელაძის სტუმრობის შემდეგ სოციალიური ქსელში, ისევე როგორც სხვადასხვა პორტალებზე წერდნენ, თუ როგორ უყვარს ნინი ქარსელაძეს სამშობლოზე მეტად შოკოლადი. ნინიმ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა დაკრიტიკოსებს უპასუხა

„გადაცემა "მძიმე კაცთან", ჩემი ინტერვიუს მერე ვკითხულობ კომენტარებს. დღევანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ მხოლოდ იმ თბილი სიტყვებისთვის, ადეკვატური და ობიექტური შეფასებებისთვის, რომლებიც არა მხოლოდ ჩემი საყვარელი ადამიანებისგან მივიღე, რომელთა აზრიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, არამედ უცნობი
ადამიანებისგან, რომლებთანაც არასოდეს არანაირი შეხება და პირადი ურთიერთობა არ მქონია, ღირდა იქ მისვლად.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს გადაცემა ობიექტურად შეაფასა. რაც შეეხება სამშობლოს და შოკოლადს. მე არ მივიღე თქვენი უარყოფითი შეფასებები. მიმაჩნია, რომ ჩემი პასუხი იყო გულრწფელი სხვებისგან განსხვავებით. ის ადამიანები, რომლებიც ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ამტკიცებენ სამშობლოს თავდადებულ სიყვარულს, მგონია რომ უბრალოდ იტყუებიან და თამაშობენ პუბლიკაზე. რომელ სამშობლოს სიყვარულზე მელაპარაკებით, რომელსაც მუდმივად ლანძღავთ და გაქცევაზე ხართ? არამგონია თქვენ იყოთ მხოლოდ სამშობლოს სიყვარულით დაკავებული. ასე რომ თქვენი ცინიზმი, სარკაზმი და მარო მაყაშვილის როლები თქვენთვის დაიტოვეთ.

პ.ს. ის ადამიანები, ვისი ვალიც არის სამშობლოზე და მის უკეთეს მომავალზე ფიქრი, ვერ ვხედავ, რომ იკლავდნენ თავს. მოკლედ, შეგიძლიათ უსასრულოდ ისაუბროთ ამ გადაცემაზე"- წერს ნინი სოციალურ ქსელში.

სალომე დადიანი
ბეჭდვა