27 ნოემბერი, 2015
რატომ უყვარს ნინი ქარსელაძეს შოკოლადი სამშობლოზე მეტად - „ჩემი პასუხი იყო გულრწფელი“
დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს გადაცემა ობიექტურად შეაფასა რამდენიმე კვირის წინ გადაცემა "მძიმე კაცთან" ნინი ქარსელაძის სტუმრობის შემდეგ სოციალიური ქსელში, ისევე როგორც სხვადასხვა პორტალებზე წერდნენ, თუ როგორ უყვარს ნინი ქარსელაძეს სამშობლოზე მეტად შოკოლადი. ნინიმ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა დაკრიტიკოსებს უპასუხა

„გადაცემა "მძიმე კაცთან", ჩემი ინტერვიუს მერე ვკითხულობ კომენტარებს. დღევანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ მხოლოდ იმ თბილი სიტყვებისთვის, ადეკვატური და ობიექტური შეფასებებისთვის, რომლებიც არა მხოლოდ ჩემი საყვარელი ადამიანებისგან მივიღე, რომელთა აზრიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, არამედ უცნობი
ადამიანებისგან, რომლებთანაც არასოდეს არანაირი შეხება და პირადი ურთიერთობა არ მქონია, ღირდა იქ მისვლად.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს გადაცემა ობიექტურად შეაფასა. რაც შეეხება სამშობლოს და შოკოლადს. მე არ მივიღე თქვენი უარყოფითი შეფასებები. მიმაჩნია, რომ ჩემი პასუხი იყო გულრწფელი სხვებისგან განსხვავებით. ის ადამიანები, რომლებიც ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ამტკიცებენ სამშობლოს თავდადებულ სიყვარულს, მგონია რომ უბრალოდ იტყუებიან და თამაშობენ პუბლიკაზე. რომელ სამშობლოს სიყვარულზე მელაპარაკებით, რომელსაც მუდმივად ლანძღავთ და გაქცევაზე ხართ? არამგონია თქვენ იყოთ მხოლოდ სამშობლოს სიყვარულით დაკავებული. ასე რომ თქვენი ცინიზმი, სარკაზმი და მარო მაყაშვილის როლები თქვენთვის დაიტოვეთ.

პ.ს. ის ადამიანები, ვისი ვალიც არის სამშობლოზე და მის უკეთეს მომავალზე ფიქრი, ვერ ვხედავ, რომ იკლავდნენ თავს. მოკლედ, შეგიძლიათ უსასრულოდ ისაუბროთ ამ გადაცემაზე"- წერს ნინი სოციალურ ქსელში.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
ლელა დ.
ხალხო, ნუ ხართ ასეთი მკაცრები... ნინი ძალიან პოზიტიური გოგონაა და ნუ ვატკენთ გულს..
10:57 / 01-12-2015
გამოხმაურება / 0 /
მე
ამ გოგომ აქტუალობა დაკარგა და ეტყობა საზოგადოების ყურადღების მიპყობის მიზნით გადაწყვიტა ასეთი განაცხადის გაკეთება
22:29 / 30-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ზიზუ
ხორცის შავი შოკოლადი იგულისხმა ალბათ
12:19 / 29-11-2015
გამოხმაურება / 0 /
მესმის შენი
რა წრეშიც შენ ტრალებ ჩემო ნინი, ნამდვილად ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ამტკიცებენ სამშობლოს თავდადებულ სიყვარულს ასეა. შენ წარმოდგენა არ გაქვს უბრალო ხალხის ცხოვრების შესახებ, იმათ შესახებ ვისაც ქვეყანა მადვილად უყვარს, ვინც ქვეყანას იცავს და ემსახურება. აზრზე არ ხარ რა ცეცხლი ტრეალებს იმ ხალხის გულსი როცა დაღუპული მეგობრები და საქართველოს დაკარგული მიწა-წყალი ახსენდება. ამიტომაც მესმის შენი და ნუ გაგიკვირდება შენი გარემოცვიდან შენი საახლობლოდან ის ადამიანები, ვისაც მართლა სამშობლოზე ზრუნვა და მის უკეთეს მომავალზე ფიქრი ევალება, რომ არ იკლავდნენ თავს ქვეყნისთვის. მათი და შენი პატრიოტიზმი იმაზეა დამოკიდებული რამდენად უზრუნველად და კომფორტულად იცხოვრებთ ამ მართლა გაძვალტყავებულ ქვეყანაში. სხვისი გაჭირვება რაში გაინტერესებთ. ახლა კი გინდ ამიიღე და გინდა ნუ მიიღებ ამ ჩემს კომენტარს, თუმცა ესეც თქვენნაირების სტილია რაც მოგწონთ ის ჩათვალოთ ჭეშმარიტებად და სიმართლედ.
00:39 / 29-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ლია
დედა სადა ჰყავს დედა,პირველ რიგში ხომ გამზრდელს ეკითხებიან როგორ მოახერხა ასეთის გაზრდა,მეორეც ჰყავს მგონი არა?ადამიანებო ადამიანები აღზარდეთ,პირუტყვს მარტო საჭმლის მიტანა უნდა მეტი არაფერი,ბავშვი კიდევ უნდა აღზარდო,ქვეყანას უნდა გაუზარდო,გამოადგეს საკუთარ თავსაც და სხვასაც.
22:03 / 28-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS