27 ნოემბერი, 2015
მწერალი გოგოს აღსარება - ''რა მოხდებოდა, მეთქვა, როგორ მომეწონე-მეთქი''
განა რამე დაშავდებოდა, ასეთი საწყალი რომ არ ვყოფილიყავი მწერალი ლია ლიქოკელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მის თავს გადახდენილ ამბავს გულახდილად აღწერს.

''დღეს ერთი ბიჭი მომეწონა ძალიან. მეტროში. უკვე ღამე იყო, სახლისკენ მოვდიოდი, ძალიან დაღლილი, ძალიან ბეჩავი, უშნო, უსურვილო და მომეწონა ის ბიჭი. რაღაცნაირად ჩუმად ფერადი იყო. კარგად ფერადი და თვალებგამონათებული. გავხედავდი, კიდევ გავხედავდი ჩუმჩუმად და მრცხვენოდა, რომ აი ასეთი დაღლილი, მოფლაშულად შეფუთული, უსიცოცხლო ვარ და მეშინია, არ შემომხედოს და ასეთი არ დამინახოს.

დამინახა, და
იმედი მაქვს, არ დამიმახსოვრა.

არადა რა მოხდებოდა, მეთქვა, როგორ მომეწონე-მეთქი. განა რამე დაშავდებოდა, ასეთი საწყალი რომ არ ვყოფილიყავი. უცებ დაბერებულ გოგოებსაც ხომ აქვთ უფლება, ლამაზად ფერადი კარგი ბიჭები მოეწონოთ ხანდახან. ისე, უბრალოდ, გზად, ღამის მეტროში, სიცოცხლის გამონათებასავით''.

სალომე დადიანი
ბეჭდვა