27 ნოემბერი, 2015
მწერალი გოგოს აღსარება - ''რა მოხდებოდა, მეთქვა, როგორ მომეწონე-მეთქი''
განა რამე დაშავდებოდა, ასეთი საწყალი რომ არ ვყოფილიყავი მწერალი ლია ლიქოკელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მის თავს გადახდენილ ამბავს გულახდილად აღწერს.

''დღეს ერთი ბიჭი მომეწონა ძალიან. მეტროში. უკვე ღამე იყო, სახლისკენ მოვდიოდი, ძალიან დაღლილი, ძალიან ბეჩავი, უშნო, უსურვილო და მომეწონა ის ბიჭი. რაღაცნაირად ჩუმად ფერადი იყო. კარგად ფერადი და თვალებგამონათებული. გავხედავდი, კიდევ გავხედავდი ჩუმჩუმად და მრცხვენოდა, რომ აი ასეთი დაღლილი, მოფლაშულად შეფუთული, უსიცოცხლო ვარ და მეშინია, არ შემომხედოს და ასეთი არ დამინახოს.

დამინახა, და
იმედი მაქვს, არ დამიმახსოვრა.

არადა რა მოხდებოდა, მეთქვა, როგორ მომეწონე-მეთქი. განა რამე დაშავდებოდა, ასეთი საწყალი რომ არ ვყოფილიყავი. უცებ დაბერებულ გოგოებსაც ხომ აქვთ უფლება, ლამაზად ფერადი კარგი ბიჭები მოეწონოთ ხანდახან. ისე, უბრალოდ, გზად, ღამის მეტროში, სიცოცხლის გამონათებასავით''.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ლია ს
ლია, უცხოეტში ერტი საიტია მარკეტპლაცს ანუ როგორც ჩვენტან საქმე და მსგავსი საიტები ხოდა იქ პოსტავენ ზუსტდა შენნაირ ამბებს მაგ.ამა და ამ დროს დაგინახე აქა და აქ,გეცვა ესა და ეს, გარეგნობას არწერ და ყველაფერს რომ მიხვდეს მას გულისხმობ... გამომეხმაურე აქ და აქ... ეს ძალინა ჩვეულებირივი ამბავია , შენც გირჩევ იგივე განცხადება გააკეტო, ტრუნდაც აქ, აღწერე რაც ზემოტ ვტქვი ისე ანდა აქ მიუტიტე სად მოხდა, როდის, ბიჭი აღწერე და ტუ იცნობს ტავს (ისე უნდა აღწერო არაა აუცილებელი შენი ტავი არწერო მიტუმეტეს ტუ ცუდად გამოიყურებოდი, ეს ბიჭი რომ იცნობს ტავს Fბზე ან სადმე სადაც კონტაქს დადებ (Fბ მიტომ სჯობს რომ სემოვა და სენს ფოტოებს ნახავს) ხოდა ასე იპოვიტ ერტმანეტს! წარმატებას გისურვებ
17:57 / 29-11-2015
გამოხმაურება / 0 /
7777777
მეც დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ლიას მოთხრობებს
15:47 / 29-11-2015
გამოხმაურება / 0 /
მე
ლია, მე მესმის თქვენი =(
14:49 / 29-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ლიას მოთხრობებს, რა ლამაზი, სასიამოვნო, სადა და ძალიან გულწრფელი აზრები აქვს! ლიას ვუსურვებ კიდევ შეხვედროდეს იმ ბიჭს, შემთხვევით და ახლა უკვე თვითონაც ,,ფერადი"...
12:01 / 28-11-2015
გამოხმაურება / 0 /
123
რა საყვარელი სტატუსია :)) ეჰ რამდენჯერ მომსვლია მსგავსი "ჩაფუშულობა" :))
14:19 / 27-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS