27 ნოემბერი, 2015
მალხაზ აბულაძე: „სექსუალური აქტის თამაშს ორი დუბლი არ სჭირდება...“
მაყურებლის აღფრთოვანება დაიმსახურა მალხაზ აბულაძის და ნათია მელაძის ნათამაშებმა ეროტიულმა სცენამ ''ტიფლისს'' სულ უფრო ბევრი მაყურებელი ჰყავს. სერიალი დიდი პოპულარობით განსაკუთრებით ინტერნეტში სარგებლობს. როგორც ამბობენ, სერიალი ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმაც შეაქო. ბევრი მაყურებელი გულისტკივილს გამოთქვამს, რომ სერიალი კვირაში მხოლოდ ერთხელ გადის.

განახლებული სეზონში მოქმედებები ციმბირში მიმდინარეობს. ციხის უფროსი, კობა მკაცრი და დაუნდობელია, კობას როლს მსახიობი მალხაზ აბულაძე ასრუებს, რომელიც ფართო საზოგადოებამ სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' გაიცნო პაატას როლით.

''ტიფლისში'' მალხაზის გმირს კლავენ, თუმცა ''ჩემი ცოლის დაქალებში''
მალხაზს უახლოეს სერიებში კვლავ  ვიხილავთ.

მაყურებლის აღფრთოვანება დაიმსახურა მალხაზ აბულაძისა და ნათია მელაძის ნათამაშებმა ეროტიკულმა სცენამ. ბევრმა აღნიშნა, რომ ასე თამაში ჰოლივუდის მსახიობებსაც კი შეშურდებოდათ. მალხაზ აბულაძეს რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- უარყოფითი როლის შესრულება რომ შემოგთავაზეს, დათანხმებაზე დიდხანს ფიქრობდით?
- არც დავფიქრებულვარ.

- თქვენ თავად თქვენს გმირში რა არ მოგეწონათ?
- რამე რომ არ მომწონებოდა, არც ვითამაშებდი.

- ბევრის აზრით თქვენ და ნათია მელაძემ ეროტიკული სცენა ძალიან კარგად ითამაშეთ. უხერხულობის მომენტი არ გქონდათ ამ სცენის თამაშისას?
- ძალიან დიდი მადლობა იმ ბევრ ადამიანს, რომლებმაც ასე კარგად შეგვაფასეს. უხერხულობა იყო, გამომდინარე იმ მდგომარეობიდან, რა უხერხულ მდგომარეობაშიც ჩავარდა ზოგიერთი ქართველი მაყურებელი, რომლებიც ჰოლივუდელი არტისტების მიერ ნათამაშებ ეროტიკულ სცენებს, რატომღაც უხერხულად არ აღიქვამენ.

- ბევრი დუბლი დაგჭირდათ ამ სცენის თამაშისას?
- ფილმში როგორც ნახეთ ნაჩვენებია ერთი სექსუალური ''აქტი''. ასე რომ ერთი სექსუალური აქტის თამაშს  ორი დუბლი არ სჭირდება.

- სამწუხაროა, რომ თქვენი გმირი მოკლეს. კარგი იქნებოდა, ბოლოს კეთილი გამხდარიყო.
- ჩემთვისაც სამწუხაროა. კეთილი? არაააა.

- რატომ ვერ გახდებოდა?
- იმიტომ (იცინის).

მერი კობიაშვილი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
შაკო
რეჟისორებო გაახილეთ თვალები და მეტად დაასაქმეთ ეს კაცი, ნიჭიერია.
23:00 / 27-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ძალიან მაგრად შეასრულა თავისი როლი! ეროტიული სცენაც იყო ძალიან დახვეწილი და ბუნებრივი,ყოჩაღ! საერთოდ,შესანიშნავი სერიალია და რეჟისორის სასახელოდ უნდა ითქვას,რომ საოცარი სიზუსტით ჰყავს შერჩეული მსახიობები,იმდენად ზუსტად,რომ ამათუიმ როლზე სხვა მსახიობი ვერც წარმომიდგენია!
20:55 / 27-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
შესანიშნავი მსახიობი შესანიშნავი ხმის ტემბრით წარმატებები!
16:36 / 27-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS