25 ნოემბერი, 2015
სკანდალი „ახალი ხმის“ გარშემო - ''ეჭვმიტანილები ვართ ჩაწყობაში...“
ეჭვის გზა ისევ ჩვენს ოლიგარქ მამაზე მიდის
პროექტ ''ახალ ხმაში'' მორიგი რინგი გაიმართა. ნუცა შანშიაშვილის გუნდის წევრებმა ნინი სუხიტაშვილმა და გიორგი თედიაშვილმა მაყურებელი იმდენად მოხიბლეს, რომ ოვაციები დიდხანს არ წყდებოდა. ნუცამ არჩევანი ნინი სუხიტაშვილზე გააკეთა. რის შემდეგაც „ფეისბუქზე“ გიორგის გულშემატკივრები წერდნენ, რომ ნინი ძმების გავლენით გადაიყვანა ნუცამ შემდეგ ტურზე.

''რა ნინი!!! რადგან სუხიტაშვილის დაა? გიორგიმდე ბევრი აკლია. ეს რა იყო ახლა? ესაა ჩაწყობა!!! გიორგი როგორ გაუშვა? ნუცა არ უნდა შეგშლოდა ეს შენ'', - წერს „ფეისბუქზე“
ერთ-ერთი მომხმარებელი და მის აზრს სხვებიც იზიარებენ.

მომხდარს გიორგი სუხიტაშვილი ფეისბუქზე გამოეხმაურა. 

''ეჭვმიტანილები ვართ ჩაწყობაში მე და ჩემი ძმა ლევან სუხიტაშვილი. თუ არ მითხრათ, როგორ ან სად ჩავაწყვეთ ან რომელმა ჩავაწყეთ. ეჭვის გზა ისევ ჩვენს ოლიგარქ მამაზე მიდის. მინდა, ყველამ იცოდეს, არც გავყოლილვარ არც ერთ ჩაწერაზე არც გადაღებაზე.

სანამ ვინმეზე რამეს იტყვი, სადღაც მაინც დაფიქრდი. ნუცას არ ვიცნობ პირადად, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოგვიწია ერთ კონცერტში სიმღერა, გამარჯობის იქით არ წასულა ჩვენი საუბარი. რაღაცნაირად მცხვენია ამ სტატუსის დაწერა. უბრალოდ ვიცი, რომ კიდევ ბევრი მოცლილი დაწერს ასეთ რამეს.

მართლა მაგარი ბიჭია ნინის მეწყვილე, კარგი ტემბრი, ტექნიკურად კარგად აღჭურვილი, გემოვნებიანი ფრაზები და თავდაჯრება. მე პირადად დიდ მადლობას გადავუხდი ასეთი მაგარი შესრულებისთვის…“ - წერს მომრერალი.

სალომე დადიანი
ბეჭდვა