25 ნოემბერი, 2015
სკანდალი „ახალი ხმის“ გარშემო - ''ეჭვმიტანილები ვართ ჩაწყობაში...“
ეჭვის გზა ისევ ჩვენს ოლიგარქ მამაზე მიდის
პროექტ ''ახალ ხმაში'' მორიგი რინგი გაიმართა. ნუცა შანშიაშვილის გუნდის წევრებმა ნინი სუხიტაშვილმა და გიორგი თედიაშვილმა მაყურებელი იმდენად მოხიბლეს, რომ ოვაციები დიდხანს არ წყდებოდა. ნუცამ არჩევანი ნინი სუხიტაშვილზე გააკეთა. რის შემდეგაც „ფეისბუქზე“ გიორგის გულშემატკივრები წერდნენ, რომ ნინი ძმების გავლენით გადაიყვანა ნუცამ შემდეგ ტურზე.

''რა ნინი!!! რადგან სუხიტაშვილის დაა? გიორგიმდე ბევრი აკლია. ეს რა იყო ახლა? ესაა ჩაწყობა!!! გიორგი როგორ გაუშვა? ნუცა არ უნდა შეგშლოდა ეს შენ'', - წერს „ფეისბუქზე“
ერთ-ერთი მომხმარებელი და მის აზრს სხვებიც იზიარებენ.

მომხდარს გიორგი სუხიტაშვილი ფეისბუქზე გამოეხმაურა. 

''ეჭვმიტანილები ვართ ჩაწყობაში მე და ჩემი ძმა ლევან სუხიტაშვილი. თუ არ მითხრათ, როგორ ან სად ჩავაწყვეთ ან რომელმა ჩავაწყეთ. ეჭვის გზა ისევ ჩვენს ოლიგარქ მამაზე მიდის. მინდა, ყველამ იცოდეს, არც გავყოლილვარ არც ერთ ჩაწერაზე არც გადაღებაზე.

სანამ ვინმეზე რამეს იტყვი, სადღაც მაინც დაფიქრდი. ნუცას არ ვიცნობ პირადად, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოგვიწია ერთ კონცერტში სიმღერა, გამარჯობის იქით არ წასულა ჩვენი საუბარი. რაღაცნაირად მცხვენია ამ სტატუსის დაწერა. უბრალოდ ვიცი, რომ კიდევ ბევრი მოცლილი დაწერს ასეთ რამეს.

მართლა მაგარი ბიჭია ნინის მეწყვილე, კარგი ტემბრი, ტექნიკურად კარგად აღჭურვილი, გემოვნებიანი ფრაზები და თავდაჯრება. მე პირადად დიდ მადლობას გადავუხდი ასეთი მაგარი შესრულებისთვის…“ - წერს მომრერალი.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ნათია
სირცხვილია, მართლა სირცხვილია... ეს გოგო ძალიან შორსაა ამ ბიჭის მუსიკალურობისგან და მონაცემებისგან... მე არ ვუყურებ ამ პროექტს და ახლა ვნახე ეს ვიდეო. თუ ვინმე ერკვევა მუსიკაში, აქვს გემოვნება და საღი შეფასების უნარი, მიხვდება რომ ბიჭი უდაოთ ლიდერი იყო, იშვიათად მომისმენია ასეთი სრულყოფილი მომღერალი საქართველოში როგორიც თედიაშვილია... ისედაც ამ ჟანრის და მითუმეტეს ბიჭი მომღერლების დეფიციტია და ეს გოგო როგორ აიყვანეს ამის მაგივრად, მითუმეტეს ეს გოგო ვერასდროს მივა ამ გიორგის ხარისხამდე, აბსოლუტურად სხვადასხვა დონე და ხარისხია ხალხო! გადავირიე....
21:33 / 08-01-2016
გამოხმაურება / 0 /
მერიკო
კარგით ხოო, ეხლა ნამეტანი ნუ მოგდით , ნუ გააჭირეთ საქმე, ჯერ ბოლომდე გავიდეს და მერე იზეიმეთ
19:37 / 28-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ჩაწყობა რა მოსატანია,მაგრამ ამ რინგზე გიორგი აშკარად ფლობდა უპირატესობას! მეც მიკვირს,როგორ შეეშალა ეს ნუცას...არაფერი მაქვს ნინი სუხიტაშვილის საწინააღმდეგო,შეიძლება მართლაც კარად მღერის,მაგრამ ფაქტია,რომ გუნდში გიორგი უნდა დარჩენილიყო,ის მეტად იმსახურებდა...
21:01 / 27-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ხატია
ვაიმე გადავირიე.ძაან მაგარი გოგოა და მხოლოდ იმის გამო ატეხეთ ამბავი რო გიორგის დაა??მაგრამ რომ არ გადაეყვანათ მერე იმასაც იტყოდით ალბათ გიორგიმ არ გადააყვანინა იფიქრა ხალხი რას იტყვისო :D :D რა ხალხი ხართ რატო გინდათ გული ატკინოთ ადამიანს??
11:21 / 26-11-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფ
გიორგი უნდა გასულიყო, ბევრა უკეთწსად იმღერა და იმსახურებდა!!! არ ჩაგიწყვიათ, მაგრამ მაინც იყო ნაცნობი ძმის მომენტი!!!
17:53 / 25-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS