23 ნოემბერი, 2015
როდის გადაწყვიტა პუტკუნა ლიკა ქორქიამ გახდომა - "ძლივს დავგორავდი..."
სკოლა რომ დავამთავრე ჩემი დამრიგებელი პირჯვარს იწერდა გარდასახვა: კედებიდან მაღალ ქუსლებზე

ლიკა ქორქიას დილის რვა საათიდან გადაღებები ჰქონდა. ჩემთან შეხვედრა სამსახურის შემდეგ მოახერხა. ბავშვობა გაიხსენა. გამიკვირდა როცა თქვა, რომ თოჯინები არ უყვარდა.

ლიკა: ,,მეზობლად სულ ბიჭები ცხოვრობდნენ, ამიტომ მე და ჩემი დაც მათსავით ვიქცეოდით. 90-იანი წლების არეულობა გონებაში გვქონდა ჩამჯდარი, ან ომობანას ვთამაშობდით ან შტაბებს ვაშენებდით. ძალიან ცელქი ვიყავი, მასწავლებლებს სისხლს ვუშრობდი. შატალოებზე სიარული მიყვარდა;

კლასელები მეორე სართულიდან ვხტებოდით, ქვემოთ სარემონტო სამუშაოები ტარდებოდა, ხან ხელი
მქონდა ნატკენი, ხან - ფეხი. სკოლა რომ დავამთავრე ჩემი დამრიგებელი პირჯვარს იწერდა, მადლობა ღმერთს ლიკა მიდისო. - სიცილით მითხრა ტელეწამყვანმა.

დღევანდელი გადმოსახედიდან ალბათ დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ლიკა თინეიჯერობისას პუტკუნა ყოფილა. ძლივს დავგორავდიო, იხუმრა. ერთ დღეს სრულიად მოულოდნელად გადაწყვიტა წონაში დაეკლო და მიზანს მალევე მიაღწია. ამ პერიოდში დაიწყო გაპრანჭვა, თუმცა მანამდე კაბაში თავს არაკომფორტულად გრძნობდა და ვერ წარმოედგინა სარაფნით გუბეზე როგორ უნდა გადამხტარიყო.

ჯაზის ჰანგებით გაჯერებული საღამო

პარასკევ საღამოს ლიკა მუშტაიდის ბაღის თეატრში მიდის ხოლმე და ჯაზ-კონცერტს ესწრება. არაფერია გემოვნებიანი მუსიკის მოსმენაზე სასიამოვნო. კონცერტის დაწყებამდე ლიკამ თავისი კარიერული გზა გაიხსენა... ყველაფერი 14 წლის ასაკში დაიწყო... მაშინ პირველად მივიდა ტელევიზიაში.

ლიკა: ,,202-ზე" რამდენიმე გასართობი გადაცემა გადიოდა. მუსიკალური პროგრამა მიმყავდა. ბავშვი ვიყავი და ყველა თავს მევლებოდა. ,,202-ის" დაშლის შემდეგ შემოქმედებითი ჯგუფი ,,მზეზე" გადავიდა და მეც მათ გადავყევი. მერე ,,რუსთავი 2-ში" დილის გადაცემის წამყვანი გავხდი. ამ პერიოდში 4-ის ნახევარზე მიწევდა ადგომა და 5-ზე სამსახურში ვცხადდებოდი. პუნქტუალურობა გამოვიმუშავე. ვიცოდი რომ არც ერთი წუთით არ უნდა დამეგვიანა. აგრეთვე დიმა ობოლაძესთან ერთად ლატარიის წამყვანად დამნიშნეს.

მოგვიანებით ,,პირველმა არხმა" ტურისტულ პროექტ ,,გაიცანი საქართველოში" ჩამრთო. ქვეყნის ყველა კუთხეს ვეწვიე და მაყურებელს მათი ღირშესანიშნაობები გავაცანი. გადაცემის დასასრულს ერთწლიანი პაუზა მოჰყვა... დავისვენე, უცხოეთში ვიმოგზაურე და ,,რუსთავი 2-ში" დავბრუნდი.

ლიკას სტუდენტობის შესახებ ვკითხე. გამიკვირდა როცა აღმოვაჩნე, რომ სამედიცინო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. აბიტურიენტობისას ამოუჩემებია ექიმი უნდა გავხდეო. ჩააბარა ეროვნული გამოცდები და უნივერსიტეტში ქრთამის გარეშე მოეწყო. ლექტორების უმეტესობას ლიკას კარიერა არ მოსწონდა. ხშირად საყვედურობდნენ, რომ თუ ექიმობა მართლა სურდა ტელევიზიაში მუშაობისთვის თავი უნდა დაენებებინა. გიჟური გრაფიკის მიუხედავად, ქორქია კარგად სწავლას ცდილობდა.

თათული ღვინიანიძე

ბეჭდვა