22 ნოემბერი, 2015
რატომ დაჰყავს შვილი ექიმბაშთან თიკა ჯამბურიას და უჭირს თუ არა უმამოდ ბავშვის გაზრდა
9 წლის ვიყავი, რომ დეიდა გავხდი
მომღერალ თიკა ჯამბურიას 4 წლის შვილი – ნინა ჰყავს, რომლის გაზრდაშიც დედა ძალიან ეხმარება. ამბობს, გამიმართლა, რომ გოგოა, ბიჭის უმამოდ გაზრდა უფრო გამიჭირდებოდაო.

- ნინა პრობლემური ბავშვი არაა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული ხასიათი აქვს, საკმაოდ ჯიუტია, თუ არ უნდა, ვერ გააკეთებინებ ვერაფერს და რასაც იტყვის, ვერ გადაათქმევინებ. დედა მეხმარება მის გაზრდაში ძალიან, ძალიან. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თითქმის სულ გარეთ ვარ და ნინაც ძირითადად დედასთანაა. როცა ამის საშუალება მაქვს, თან დამყავს
ყველგან, პრობლემას არ მიქმნის, უკვე ჩემი მეგობარია, დამყვება გადაღებებსა და ჩაწერებზე და ეს ძალიან მოსწონს.

- დაკავებული ვარო თქვი, რა ხდება საქმიანობის მხრივ?
- მოგეხსენებათ, პროფესიით მსახიობი ვარ. სულ ახლახან ჩამოყალიბდა ქართული ვოდევილის თეატრი, რომლის ხელმძღვანელიც მიშა ზაქარიაშვილია. ამიყვანეს დასში და ვმუშაობთ სპექტაკლზე - "ძნელი პროფესია", მთავარი როლი მაქვს და ძალიან საპასუხისმგებლოა... პრემიერა ალბათ იანვარში გვექნება.

- შვილის გაზრდა მარტივი არაა, ამ ოთხწლიანი გამოცდილებიდან რა შეგიძლია თქვა, რა სახის სირთულეებს წააწყდი?
- იცი რაშია საქმე? ჩვენს ოჯახში ბევრი ბავშვია, 9 წლის ვიყავი, რომ დეიდა გავხდი, მას შემდეგ ეტაპობრივად სულ გვყავს პატარა ოჯახში.. ყველა შეჩვეულია ამას და სირთულეს ვერ ვგრძნობ, ძალიან გამიმართლა იმაში, რომ გოგოა, ბიჭი რომ ყოფილიყო, ალბათ გაზრდა უფრო გამიჭირდებოდა, მით უმეტეს, რომ მარტო, მამის გარეშე ვზრდი. გოგოს ნაკლები სირთულე ახლავს, თან ვახერხებ იმას, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც საჭიროა.

- მამასთან თუ აქვს ბავშვს ურთიერთობა?
- ხანდახან.

- ამის გამო ხომ არ ღელავს?
- სიმართლე გითხრა, ჯერჯერობით ამ ყველაფერს ვერ აღიქვამს. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS