19 ნოემბერი, 2015
ნანუკა გოგიჩაიშვილი მამის სამსახურიდან გათავისუფლებას ეხმაურება - „ჩვენთან უსამართლობა რომ "ყვავის" ეს არავისთვისაა დასამალი“
ალბათ გულგრილი არ დარჩებიან ბავშვები და მათი მშობლები რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ გიორგი გოგიჩაიშვილი „პირველ არხიდან“ გამოუშვეს. ეს ამბავი ბევრისთვის მოულოდნელობა იყო.  
„რა ხდება საზოგადოებრივ ტელევიზიაში?
დაიწყო ნადირობა ნიჭიერ, ღვაწლმოსილ და დამსახურებულ ადამიანებზე.
ადამიანი,რომლის სახელთანაც არის ასოცირებული ყველასათვის საყვარელი საბავშვო გადაცემა "ბასტი-ბუბუ",სადაც არაერთი ნიჭიერი თაობა გაიზარდა, ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ბავშვებთან ურთიერთობას მიუძღვნა - გიორგი გოგიჩაიშვილი "გოგიჩა" , ტელევიზიიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე - გაუშვეს.

ჯერ იყო და დახურეს "პირველი არხის"
ყველაზე რეიტინგული საბავშვო გადაცემა "ყოჩაღების ქუჩაზე" რომლის წამყვანიც ასევე გოგიჩა გახლდათ (ვითომ რამე უკეთესი მოიგონეს) ახლა კი ადამიანი საერთოდ ტელევიზიას მოაშორეს. ალბათ გულგრილი არ დარჩებიან ბავშვები და მათი მშობლები საყვარელი ტელეწამყვანის გარშემო მომხდარი ფაქტის მიმართ“, წერენ ფეისბუქზე.

სტატუსი ნანუკა გოგიჩაიშვილმა საკუთარ ფეისბუქზე გაიზიარა და მომხდარით აღშფოთებულმა დაწერა: 

„ნუ ჩვენთან უსამართლობა რომ "ყვავის" ეს არავისთვისაა დასამალი. ფეისბუქიდან გავიგე მეც ეს ამბავი და დავაშეარე. საუწყებელო მაუწყებელო დიდი დანაკლისი ხომ არ გაქვთ? “

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ლელა დ.
ხალხო, თქვენს სისასტიკეს არ აქვს საძღვარი!
11:08 / 01-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ნოდარ
კომენტარების მიხედვით ისეთი შეგრძნება მაქვს აი ყველა კომენტარის ავტორს ქვა რო მისცე და რო უთხრა ჩაქოლეთ ეს გოგო ან მისი მამა ეგრევე ჩაამიწებენ. გავედი აქედან ბოღმა ხალხი ევერივერე.
01:19 / 01-12-2015
გამოხმაურება / 0 /
სსსსსსს
გოგიჩა გოგიჩა იყო, სანამ ბასტი-ბუბუსთან ასოცირდებოდა, მერე ბანძი პირველი არხის ბანძი სახე გახდა და იმათაც კი მობეზრდათ......................
00:01 / 25-11-2015
გამოხმაურება / 0 /
მამუკა
საქართველოს თითო ტელევიზიაში თითო ოჯახის წევრი მუშაობთ კარგით რა ცოტა სხვამაც იმუშაოს რა გახდით ეს გოგიჩაიშვილები?
16:10 / 20-11-2015
გამოხმაურება / 0 /
მაცაცო
ნანუკა, ამ გადაცემაში დაბერდა მამაშენი და ბავშებს ახალი იდეები, რომ სჭირდება ვერ ხვდები? ნუ გაბიროტდები შენც ნაცებივით. იქნებ ხარ ?
14:23 / 20-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS