18 ნოემბერი, 2015
შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლის ემოციური წერილი - ''თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. მან იცოდა, რომ არ დავტოვებდი''...
ძალიან არა, მაგრამ დაცემისას თავი გაუტყდა
ბოლო დროს სულ უფრო ხშირად წერენ, რომ ადამიანები გულცივები გახდნენ. თუმცა ხანდახან სოციალურ ქსელში გულახდილი სტატუსებიდან ცნობილი ხდება, რომ აბრუნებენ ნაპოვნ საფულეს, ან სრულიად უანგაროდ ეხმარებიან გაჭირვებულს. შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე თეა აბაშმაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. ეს სტატუსი გულგრილს ვერავის დატოვებს. 

''ჩემმა 2 წლის ბიჭმა წარბი გაიხეთქა. სკვერში თამაშობდა, მე სურათს ვუღებდი და დაეცა. თავი წვეტიან ბორდიურს ჩამოარტყა. ჭრილობა პატარა, მაგრამ ღრმა აღმოჩნდა. სისხლმა წამში დაუფარა თვალები, სახე... ხელში
ავიტაცე და შეშლილივით გავიქეცი.

იმ ქუჩაზე ტრავმატოლოგიური იყო და მისკენ მივქროდი. ვგრძნობდი, რომ ნაცნობები მომდევდნენ, მაგრამ ვერავინ მეწეოდა. შევვარდი კლინიკაში და ასე სირბილით შევაჭერი ქირურგს. საპროცედუროში შეგვიყვანეს, ლაშიკო ტირილისგან გულამომჯდარი სლუკუნებდა. მხოლოდ ერთს ვეუბნებოდი: "მე შენთან ვარ! მე შენთან ვარ!"

ქირურგმა: - გადით, ბავშვს ჩვენ მივხედავთო.

წყნარად ვუპასუხე:

- ბავშვს მე დავიჭერ, რომ არ იმოძრაოს- მეთქი.

ქირურგმა შემომხედა და - კარგი, დარჩიო.

სახე გაუწმინდეს და ნაკერების დადება დაიწყეს. მე მის პატარა სხეულს ჩემი ხელებით ვაკავებდი, რომ არ ეფართხალა. თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს, მან იცოდა, რომ არ დავტოვებდი, რომ ვუშველიდი...

წლების შემდეგ, ჩემს თვალწინ 7 წლის, უცნობ ბიჭს მანქანამ დაარტყა. ძალიან არა, მაგრამ დაცემისას თავი გაუტყდა. მარტო იყო, არავინ ახლდა. ეტყობა იქვე ცხოვრობდა. მძღოლი გადმოხტა, ასაკიანი კაცი იყო. შეწუხებულმა არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. სასწრაფოდ ვეცი ბავშვს, ჩავსვი მანქანაში და საავადმყოფოში გავაქანე. მაშინდელივით შევაჭერი ქირურგს, ნაკერების დადებაზე მასაც დავადექი.

- დედა მალე მოვა- მეთქი.

ისიც მიყურებდა თვალებში, მაგრამ არა ისე, როგორც ჩემი ბიჭი მაშინ. მე ხომ მისი დედა არ ვიყავი''.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ინგა
შალვას ვინც ეკუთვნოდა ის ეხლა ყავს და ამ ქალბატონს უსურვოთ ღირსეული მამაკაცის პოვნა, რაც ამ ადამიანმა შალვას გამო გადაიტანა, ღირდა? შვილები კიდევ კარგი მას გვანან
09:52 / 04-12-2015
გამოხმაურება / 0 /
თამარ
ქალმა რომ თავის ფასი არ იცის რამიშვილისთვის მეტისმეტად კარგი ხარ
09:25 / 02-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიკიტა72
ნამდვილად არაჩვეულებრივი ქალია,იდიოტობაა გერქვას შალვას ცოლი,ესეც ნამდვილად!!!!
11:47 / 01-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა დ
ფილმებში რაც ხდება, ხომ ცხოვრებიდანაა.. არ შეიძლებოდა ფილმის იდენტურად მომხდარიყო? ყველაფერს ეჭვის თვალით ნუ შეხედავთ, გთხოვთ..
11:04 / 01-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ვერონიკა
შალვა რამიშვილი თქვენი ღირსი არაა ქალბატონო თეა. ის მას შემდეგ აღარ მიყვარს ანგელოზ ცოლ შვილს რომ უღალატა.
20:13 / 30-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS