17 ნოემბერი, 2015
თიკო მოსემღვდლიშვილი: მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება
ჯერჯერობით სცენარისტებს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ''X ფაქტორის'' სექს სიმბოლო თიკო მოსემღვდლიშვილი გამოჩნდა. მისი გმირი კატას დავალებით შეცდება, ცოტნე ცოტაშვილი მოხიბლოს. თიკოს სერიალთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- ძალიან მიხარია, რომ ასეთ რეიტინგულ სერიალში მიმიწვიეს. დიდი მადლობა შემოქმედებით ჯგუფს, რომ დამაკავეს და მადლობა ''რუსთავი 2''-ს. ძალიან აქტიურად არ ვარ სერიალში. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მთავარია, რომ ჩემს საქმეს ვემსახურები. კამერებთან მუშაობის დიდი გამოცდილება არ მაქვს. გიორგი ლიფონავას არ ვიცნობდი, მაგრამ ჩვენი ერთად
მუშაობის დებიუტი კარგად შედგა. 

- გეგმის მიხედვით, ორმა გოგონამ უნდა აცდუნოთ ცოტნე ცოტაშვილი. შეგიძლია, გაგვიმხილო, რომელს აგირჩევთ?
- ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გაგიმხელთ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. ინტრიგა დავუტოვოთ მაყურებელს.

- კარგად, შენთვის, ცოტაშვილისთვის, თუ კატასთვის?
- მგონი სამივესთვის. ჯერჯერობით სცენარისტებს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ჩვენს მოლოდინის რეჟიმში ვართ.

- ცოტაშვილზე რა აზრის ხარ?
- ამ გმირზე ძალიან ბევრს ვხალისობ, განსაკუთრებით მისი ახალი შემოქმედება, რაც კლიპებს ეხება, მომწონს, ფანტასტიკურია. 

- ველოდება მაყურებელს შენი და ცოტაშვილის ეროტიული სცენები?
- ეჭვი მეპარება, რომ რაიმე საგანგაშო ეროტიკული სცენა გადავიღოთ.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS