22 ოქტომბერი, 2015
რატომ წარადგენს ''მის სამყარო 2015''-ს ჯანეტ ქერდიყოშვილი
სასიხარულო ამბავი მათთვის, ვინც მას გულშემატკივრობდით "მის სამყარო 2015-ზე" საქართველოს   ჯანეტ ქერდიყოშვილი წარადგენს. ჯანეტი მის საქართველო 2011 წელს გახდა. ''მის სამყაროზე'' 2013 წელს უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა სამწუხაროდ ჯანეტს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და კონკურსზე ვერ გაემგზავრა.

წელს რომ ''მის სამყაროზე'' ჯანეტი გაემგზავრებოდა, ეს მისი სოციალური ქსელიდან გახდაცნობილი. ჯანეტმა მის სამყაროს ოფიციალური გვერდიდან ახალი ამბავი გაიზიარა:

"დიდი სიახლე!

ის დაბრუნდა! სასიხარულო ამბავი მათთვის, ვინც მას გასულ წელს გულშემატკივრობდით და სამწუხაროდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, "მის სამყაროს" ტიტულისთვის ბრძოლა ვერ მოახერხა. ამჯერად კი,
თავის სამშობლოს ლას-ვეგასში წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, ის მზად არის და საქართველოს ასახელებს. ჯანეტ ქერდიყოშვილი - მის საქართველო - მის სამყარო 2015-ზე" .

"მის სამყარო 2015" -ის კონკურსი ლას-ვეგასში, 2015 წლის 20 დეკემბერს გაიმართება.

სალომე დადიანი
ბეჭდვა