22 ოქტომბერი, 2015
ეკა დემეტრაძის ემოციური განცხადება - „7 ნოემბერიც მახსოვს,სტადიონზე კერპად ქცეული გრეჩიხაც, 26 მაისიც, ციხის კადრებიც...“
მახსოვს, სამოქალაქო ომის დროს ჩემი ფანჯრიდან ტყვიების ფერადი სანახაობა
დღის განმავლობაში ყველაზე მთავარი კითხვაა, რა ბედი ელის ''რუსთავი 2''-ს. სოციალურ ქსელში იხსენებენ საქართველოს უახლეს წარსულს და გმობენ არხის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს. მათ შორისაა მსახიობი ეკა დემეტრაძე, რომელიც მაყურებელმა ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' გაიცნო და შეიყვარა. 

''9 აპრილი არ მახსოვს, თუმცა მშობლებს მოუყოლიათ,ფოტოები და კადრები მინახავს... ''მაცნეს'' ეთერში ფრაზა "სოხუმი დაეცა" მახსოვს, სამოქალაქო ომის დროს ჩემი ფანჯრიდან ტყვიების ფერადი სანახაობა.
მახსოვს, უშუქობისგან გამწარებული ხალხის მიერ გადაკეტილი ქუჩები მახსოვს, პურის ტალონების ფერი და რიგი მახსოვს, სმკ-ს კლიპიც მახსოვს.

ვარდების რევოლუცია კარგად მახსოვს, სტუდენტი ვიყავი უკვე, ემოციური და პათეტიურ პატრიოტული და თან ძალიან პოზიტიური იყო (წინა" მახსოვსებისგან" განსხვავებით)...

7 ნოემბერიც მახსოვს,სტადიონზე კერპად ქცეული გრეჩიხაც, 26 მაისიც, ციხის კადრებიც, გამარჯვებული ''ოცნების'' მსვლელობებიც და საკუთარი თავიც, სასოწარკვეთილი რომ შევცქეროდი ამ სანახაობას და საყვარელ მეგობრებს.

ბავშვი ქვევრში (ვერასოდეს გავიგე რა შუაში იყო საერთოდ რამესთან თუმცა მაინც მახსოვს)... და 13 ივნისი!!

13 მახსოვს ძალიან კარგად, როგორ დაიკიდეს ფეხებზე შესაბამისმა ორგანოებმა სტიქიასთან უძლური ხალხი, რა ექნათ ღამე იყო და წვიმდა ვერტმფრენი ვერ გაგზავნეს...

კიდევ ძალიან ბევრი რამ გვახსოვს და ბევრ რამეს ვხედავთ ახლაც... წარმოუდგენელი სლაიდშოუ გვაქ თითოეულ ჩვენთაგანს ტვინში... ხოდა აღარ მინდა! არ მინდა, ჩემი შვილიც დაუსრულებელ მძაფრსიუჟეტიან ფილმში გაიზარდოს...

და ახლა ამდენი რამის მერე ისევ უტიფარი ტყუილებით და მუქარით რომ უნდათ ბოლომდე დააბნელონ ისედაც ბინდში მყოფი ქვეყანა, მგონი დროა, გარეთ მაინც გამოვიდეთ''. - წერს ეკა. 

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 51 /
ნატა
რა სიბნელეა, არა მართლა გჯერათ რომ ვინმე გამოვა თქვენთვის და თავს შეიწუხებს? ოცნება არ მომწონს მაგრამ ნაცებისთანა დამნაშავეების ხროვა ნამდვილად არარის.
14:14 / 02-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
მე ნათია მქვია და შენც ნათია, შენ ალბათ უფრო ახალგაზრდა ხარ და ღმერთმა დიდხანს გაცხოვროს. არ მინდა ჩამოვთვალო ის მთავრობა რას აშავებდა, მე მათ უხსენებლებს ვეძახი და ესეც კმარა. ჩემო ნათია, გინახავს ოდესმე ამდენი მანქანა თბილისში, მე გლდანში ვცხოვრობ და საღამოს გავედი ქუჩაში, როგორც მდინარე ისე მოედინებოდა მანქანები, ეს ხალხის სიღარიბეზე მეტყველებს? სამი ოპერაცია გავიკეთე, ორივე თვალის და ნაღვლის ბუშტის, მიშას დროს განა ეს შესაძლებელი იყო, ჩემს ქალიშვილს ხელფასი მოუმატეს,,,მ, 9 სართულიან შენობაში ვცხოვრობ და არცერთ ოჯახში უმუშევარი არ არის არავინ, ზოგიერთ ოჯახს ორ-ორი მანქანა ყავს. სოფელში ვიყავი ამ ზაფხულს სტუმრად, ჩემს ბიძაშვილს ისეთი მოწყობილი აქვს სახლკარი სამოთხე გეგონება, ჩემო კარგო,, შრომა თუ არ გინდა და არ გიყვარს, ყოველთვის გაგიჭირდება.სოფლები რომ მიატოვეს და გამოიქცნ,აქ რა ქალაქში მუქთად არიგებენ სახლებს და სამსახურიც ყველას ეყოფა თუ მთელმა საქართველომ აქ მოიყარა თავი.? გაუტანლები და შურიანები რომ ვართ ამაში მეც დაგეთანხმები,მაგრამ ეს ყველაფისერი სიზარმაცის ბრალია.
14:04 / 27-10-2015
გამოხმაურება / 0 /
კატო
ასეთი უტვინობა ნერვებს მიშლის!!! არც ქოცი ვარ და არც ნაცი, მაგრამ რუსთავი 2 არ მომწონს!!! თუმცა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ უნდა დაიხუროს!!! რაც ახლა ხდება ეს არის ჩვეულებრივი ქონებრივი დავა, გვარამია ვენებს იჭრის, რადგან მსუქან ლუკმას კარგავს და წვრილფეხობას იქნებ ეყოს ჭკუა და არ გახდეს სათამაშო გვარამიას და ძმათა მისთა ხელში!!! ცოტა ჭკუა და თავმოყვარეობა იქონიეთ, რა! გამომივიდა რ2 დენოკრატიის შუქურა და გვარამია კი დემოკრატიის მედროშე!!! აბსოლუტურად გულისამრევია რ2-ის მხარდამჭერთა უაზრო პათეტიკა!!!
13:09 / 27-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკასს და ნაცების მომხრეებს
ასავალდასავალის ახალი ნომრი წაიკიტხეტ და კარგად დაიმახსოვრეტ ასე ტქვნსს დზმებს და შვილებსს რომ მოექცეოდნენ ნაცები ისევ დაუჟერდიტ მატ მხაარსს?
07:55 / 26-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ტამარი
რუსტავი ორი არ უნდა დაიხურს .უნდა დაისაჯოს რადგანაც სიმარტლეს არ ემსახურებოდნენ და იუდასავიტ მოისყიდა წინანმდლმა ტავრობამ. მეც ბევრი რამე მახსოვსს ცჰემი ცხოვრების ოქროს ხანა ამ ყველაპერსჰი გავლიე და ამიტომ წინანდელ მტავრობის ლიდერებსს ვერ ვპატიობ განმოებულ 30,50 ,80და 90იან წლებს. შიმშილობა, სიცივე და უსუქობა ვაიტანეტ ომბიც ავიტანეტ მაგრამ ჩემივე მტავრობის მხრიდან მუდამ შიშსდ ა ტირანიზმს ვერ ავიტან .
07:16 / 26-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS