20 ოქტომბერი, 2015
ანა მარგველაშვილი ქმართან დაშორებაზე - „ცემ ხო, გიგის'?..'
ანა ძალიან ხალისიანი და მეგობრული გოგოა
რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა საიტმა პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის მეუღლესთან დაშორების ამბავი გაავრცელა. საიტს სანდო წყარო უყვებოდა: 

''ანა ძალიან ხალისიანი და მეგობრული გოგოა, ის ყოველ ღამეს კლუბებში ატარებს და ერთობა. ასევე უყვარს დალევა და ვერ ეგუება ოჯახს, ვერც მეუღლესთან ატარებს დიდ დროს".

ეს მასალა ანამ სოციალურ ქსელში გაიზიარა წარწერით:   

''მართლაც ექსკლუზივია ძალიან ვწუხვარ. ეს ასეა ნამდვილად''. 

მასალამ მისი მეგობრები ხუმრობის ხასიათზე დააყენა: 

''ლოთობ, მერე მიდიხარ სახლში და ცემ
ხო, გიგის''

''არადა ბიჭის ოცნებაა კლუბი ნახოს და ერთხელ შეეგუე და წაიყვანე, რა''

''აუ, ძაან ცუდად ვარ კაი წავიყვან, იქნებ გადავარჩინო ჩვენი ოჯახი,'' - სიცილით  პასუხობს მეგობრებს ანა. 

''როდესაც საზოგადოებრივად აქტუალური ხარ, მოსდევს ეგეთი რაღაცები'', ერთ- ერთმა მეგობარმა დაამშვიდა.

''გასაგებია'', - პასუხობს ანა. 

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS