19 ოქტომბერი, 2015
„ლელა სვეტსკი კატო იყო, ეს პირიქით“ - როგორ შეხვდა მაყურებელი ''ჩემი ცოლის დაქალებში'' დაბრუნებულ ნინოს
ლელას აქვს უკეთესი ვიზუალი? - ასე ვერ ითამაშებდა ლელა ვერასდროს მაყურებელი მოუთმენლად ელოდა ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ნინო გაჩეჩილაძის დაბრუნებას. ნაწილის აზრით, ნინო ბევრად უფრო კარგად გაართმევდა როლს თავს, ვიდრე ამას ლელა მებურიშვილი აკეთებდა.

სოციალურ ქსელში ლელას და ნინოს მხარდამჭერებს შორის ''ჩემი ცოლის დაქალების'' ''ფეისბუქის“ გვერდზე სერიოზული ომი გაიმართა:

''აუ ეს სულ სხვაა. იმას უფრო უხდებოდა. ლელა სვეტსკი კატო იყო, ეს პირიქით. უკეთესი ვიზუალიც აქვს ლელას.''

''ლელას აქვს უკეთესი ვიზუალი? ასე ვერ ითამაშებდა ლელა ვერასდროს''.

''ძალიან კარგად
ითამაშებდა... მეც შევეჩვიე ლელას''.

''ნინო ძაან გამხდარი და გაჩეჩილია, ნერვოზიან ქალს გავს. ცოტა დააწყნარონ''. 

''ლელას ნათესავები ხართ?“

''ნინო ყველაზე ბუნებრივად მორგებულია. გამიხარდა, რომ დააბრუნეთ, ამოვისუნთქე''.

''რა სასაცილოა უბრალოდ ლელას ვიზუალის შედარება ნინოსთან, გარეგნობა კი არა თამაში წყვეტს ამ კონკრეტულ შემთხვევაში კველაფერს, რა თქმა უნდა, შედარება არც შეიძლება ნინოს კატოსი ლელას კატოსთან, იმიტომ რომ ლელა ვერ ირგებდა ამ როლს''.

''თავიდან ლელეაზეც მასე ვამბობდით, ნინოს ვიყავით მიჩვეულები ეხლა პირიქითაა, ნუ გეშინიათ შევეჩვევით. მე ნინო ძალიან მომწონს“.

''ნინო ძაან ხელოვნურია და თქვენი აზრის სხვაზე მოხვევა ნუ გიყვართ''.

''ხელოვნური იყო ლელა, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ თამაშობდა და დავამთავროთ ამაზე საუბარი. ნინო არის ძალიან ორგანული.

''ნინოს ნათესავი ხარ შენ ეტყობა, ლოგიკურად მოაზროვნე მაგას არ იტყოდა''

მოკლედ კამათი გრძელდება, თუ რომელი კატო იყო უკეთესი. თავად ნინო გაჩეჩილაძე კი ამბობდა, რომ იმდენად ცუდად იქცევა მისი პერსონაჟი ორსულობისას, შეუძლებელია, რომელიმე ქმარს მოეწონოს.

სალომე დადიანი
ბეჭდვა