დღეს რამაზ ნოზაძე იუბილარია. ხატია სიჭინავამ დაბადების დღე სოციალური ქსელის საშუალებით ორიგინალურად მიულოცა. მოგვიანებით კი ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც წყვილის საძინებელშია გადაღებული.
"დიახ, მე მას საბანს ვუსწორებ როცა ძინავს, ვკოცნი მძინარეს, ვდგები გვიან ღამით როცა მოშივდება, ვეხმარები ფეხსაცმლის გახდაში თუ დაღლილია, ავტომატიურად ვიღიმები როცა ის იცინის, ვცდილობ ხასიათი გამოვუკეთო როცა მოწყენილია...
დიახ, მე ვთვლი რომ ის ჩემთვის "პირველი შვილივითაა" რადგან მასზე ვისწავლე მზრუნველობა, ვფიქრობ დედურ ინსტიქტებზე არანაკლები
მე მას დაუფიქრებლად ვაჩუქებ ჩემი სიცოცხლის ნახევარს თუ მას ეს დასჭირდება, რადგან უიმისოდ ცხოვრება ვერ წარმომიდგენია ... დიახ მე ადრე მივულოცავ დაბადების დღეს რადგან სულსწრაფი ვარ და არ მინდა ვინმენ დამასწროს მილიონჯერ გეუბნები და კიდევ ერთხელ გეტყვი მიყვარხარ!!!
გილოცავ დაბადების დღეს სიყვარულო" - წერს ხატია.
სალომე დადიანი