13 ოქტომბერი, 2015
ანდრია გველესიანის სექსუალური ფოტოსესია - ბიჭი, რომელმაც უკრაინელი კაცები წამოაყენა
გადაწყვიტა, კარიერა უკრაინაშიც აიწყოს
ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ბევრს საუბრობენ ანდრია გველესიანზე. სიმპატიური ბიჭი, რომელიც უკრაინულ  ''X ფაქტორში'' მონაწილეობს, პროფესიით მსახიობია. ახმეტელის თეატრში მუშაობს და წლების წინ ''ჯეოსტარშიც'' სცადა ბედი, თუმცა როგორც სოციალურ ქსელში იხსენებენ, მარინა ბერიძის მწარე კრიტიკის მსხვერპლი გახდა.

ანდრია ტელეკომპანია ''მაესტროში'' ახალ სერიალშიც თამაშობს. თუმცა გადაწყვიტა, კარიერა უკრაინაშიც აიწყოს.

უკრაინულ სცენაზე გამოჩენისთანავე, ჟიურის წევრები მისით აღფრთოვანდნენ და აღნიშნეს, რომ საქართველოდან წელს ძალიან კარგი მომღერლები მონაწილეობენ.

ჟიურის ქართველმა წევრმა ნინო ქათამაძემ კი მის ნიჭთან ერთად
ისიც აღნიშნა, რომ ანდრია ძალიან სექსუალურია.

მისი ნამღერის შემდეგ უკრაინელი მამაკაცებიც კი ფეხზე წამოდგნენ. 

ანდრია გველესიანს საქართველოშიც ბევრი გულშემატკივრობს და წერენ, რომ მისი მოსმენისას გული გაუთბათ. ანდრია სოციალურ ქსელში გამოხმაურებას შემდეგი სტატუსით ეხმაურება:

''ორი დღეა, რაც ეს ვიდეო დაიდო და ამ ორ დღეში იმდენი სითბო და იმდენი დადებითი მუხტი ვიგრძენი და მივიღე თქვენგან, რომ მადლობის გარდა არაფერი მეთქმის! არ მაქვს უფლება, რომ არ განვვითარდე, უფრო მეტი სტიმულით და მოტივაციით არ განვაგრძო ჩემი საქმე!

მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის , იმისთვის რომ ბედნიერი ვარ.

ჩემი ოჯახით დათო გველესიანით, ჩემი სიყვარულით, ჩემი ძმებით და იმ ადამიანებით, ვისაც უხარია ჩემი წინსვლა, მარტო მათ გამო მიღირს ცხოვრება !

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ოჯახის ახლობლებს.

ვინც დამეხმარა და გამიშვა კასტინგზე უკრაინაში , ჩემს უსაყვარლეს ოჯახს. ძმაკაცს, რომელიც კიევში ცხოვრობს და ძალიან მენატრება!

ოჯახის მეგობარ დავით საყვარელიძეს რომელმაც გამიშვა და მაცხოვრა იქ ამ პერიოდში.
ამ ხალხმა მომცა მოტივაცია და საშუალება, რომ ჩემი თავი წარმომეჩინა!

დიდი მადლობა თქვენ !'' - წერს ანდრია.

Rating

Rating

Rating

Rating

Rating









სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS