07 აგვისტო, 2013
ია ფარულავა ანუკი არეშიძის რუსულს ვერ ივიწყებს
შვილო, ქართულად ილაპარაკე თუ რუსული არ იცი. შემრცხვა''. მოგვიანებით კი კარგი რუსულის მასწავლებელიც ურჩია და თან დააყოლა, რომ თარჯიმანის დაქირავება ნახევარი ''ტუფლის'' ფულიც არ დაუჯდება გუშინ საღამოს, ''რუსთავი 2''-ის ეთერში ალბათ ყველამ ნახა ნინო შუბლაძის ინტერვიუ რუსეთის პრემიერ მინისტრ დიმიტრი მედვედევთან. ინტერვიუ, რომელსაც ყველა დიდი ინტერესით ელოდებოდა, სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. ბევრი მათგანისთვის ნინო, როგორც ჟურნალისტი ღირსეულად გამოიყურებოდა, ზოგმაც კრიტიკა არ დააკლო. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც რუსების აგრესია საქართველოს წინააღმდეგ სხვადასხვა მესიჯებით გამოხატეს.
მათი უმეტესობა რუსეთის პრემიერის მისამართით, შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ იშურებდა და სოციალურ ქსელში აგვისტოს აგრესიის დროს გადაღებულ მძიმე კადრებს აქვეყნებდნენ.
''მოკლედ, რუსული ენა ასწავლეთ ბავშვებს. თქვენც კარგად გაიხსენეთ, მეც აღვიდგენ. (ინგლისურის ფონზე დამავიწყდა ცოტა)''. ანუკი არეშიძეც დაიქირავებს კარგ მასწავლებელს... დაგვჭირდება'' -წერს მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში.
რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთმა უკრაინულმა არხმა ანუკი არეშიძესთან ინეტრვიუ ჩაწერა. მაშინ არეშიძის რუსული დიდი ხანი განხილვის საგნად იქცა. ვიდეოში კარგად ჩანდა, რომ არეშიძეს რუსულზე წარმოდგენა არ ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჟურნალისთან თარჯიმანის გარეშე საუბრობდა. მაშინ ეს ვიდეო ია ფარულავამ შემდეგი სტატუსით გამოაქვეყნა.
Rating
''შვილო, ქართულად ილაპარაკე თუ რუსული არ იცი. შემრცხვა''. მოგვიანებით კი კარგი რუსულის მასწავლებელიც ურჩია და თან დააყოლა, რომ თარჯიმანის დაქირავება ნახევარი ''ტუფლის'' ფულიც არ დაუჯდება.
როგორც ჩანს, ფარულავამ იმხელა შოკი მიიღო არეშიძის რუსულიდან, რომ მას შემდეგ რუსულის გაგონებაზე, ყოფილი მოდელი და ახლანდელი მინისტრის მეუღლე ახსენდება.

სალომე დადიანი 
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


ბეჭდვა