12 ოქტომბერი, 2015
ნუცა ბუზალაძე თურქულ ''ახალ ხმაში'' მონაწილეობს
ქართველმა მომღერალმა თურქულ ''ახალ ხმაში'' მონაწილეობის მისაღებად იმიჯი შეიცვალა ''ახალი ტალღის'' დაპყრობის შემდეგ ნუცა ბუზალაძე თურქეთში აპირებს მაყურებლის და ჟიურის მოხიბვლას.
ქართველმა მომღერალმა თურქულ ''ახალ ხმაში'' მონაწილეობის მისაღებად იმიჯი შეიცვალა. თურქული მსმენელის წინაშე ნუცა ხუჭუჭა თმით წარდგება.

ნუცას ''ფეისბუქზე'' მისი მეგობრები გულშემატკივრობენ, ისინი მხოლოს იმის გამო წუხან, რომ არ იციან, ნუცას წარმატებას როგორ ან სად მიადევნონ თვალი.

ნუცამ ჯერ კიდევ პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობისას გამოავლინა, თურქული ენის კარგად ცოდნა, როდესაც მურად ილდირიმს თურქულად ესაუბრა.

თურქულის კარგად
ცოდნა კი მან დეიდის წყალობით შეძლო, რომელიც თურქეთში ცხოვრობს და ნუცა ბავშვობაში მასთან სტუმრად ხშირად ჩადიოდა ხოლმე.

ნუცას თურქულ ''ახალ ხმაში'' წარმატებებს ვუსურვებთ. იმედია, ქართველი მომღერალი საქართველოში გამარჯვებული დაბრუნდება.

ბეჭდვა