12 ოქტომბერი, 2015
ნუცა ბუზალაძე თურქულ ''ახალ ხმაში'' მონაწილეობს
ქართველმა მომღერალმა თურქულ ''ახალ ხმაში'' მონაწილეობის მისაღებად იმიჯი შეიცვალა ''ახალი ტალღის'' დაპყრობის შემდეგ ნუცა ბუზალაძე თურქეთში აპირებს მაყურებლის და ჟიურის მოხიბვლას.
ქართველმა მომღერალმა თურქულ ''ახალ ხმაში'' მონაწილეობის მისაღებად იმიჯი შეიცვალა. თურქული მსმენელის წინაშე ნუცა ხუჭუჭა თმით წარდგება.

ნუცას ''ფეისბუქზე'' მისი მეგობრები გულშემატკივრობენ, ისინი მხოლოს იმის გამო წუხან, რომ არ იციან, ნუცას წარმატებას როგორ ან სად მიადევნონ თვალი.

ნუცამ ჯერ კიდევ პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობისას გამოავლინა, თურქული ენის კარგად ცოდნა, როდესაც მურად ილდირიმს თურქულად ესაუბრა.

თურქულის კარგად
ცოდნა კი მან დეიდის წყალობით შეძლო, რომელიც თურქეთში ცხოვრობს და ნუცა ბავშვობაში მასთან სტუმრად ხშირად ჩადიოდა ხოლმე.

ნუცას თურქულ ''ახალ ხმაში'' წარმატებებს ვუსურვებთ. იმედია, ქართველი მომღერალი საქართველოში გამარჯვებული დაბრუნდება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ნატა
მაგარი გოგოა და მაგრათაც მგერის. ვისი რა საქმეა დედა და დეიდა სად მუშაობს ,რამ გააბოროტა ეს ხალხი.
12:48 / 13-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინია
პატარა საყვარელი გოგოა, ყველაგანაც უნდა სცადოს,მაგრამ საქართველოში რომ არანაირი პერსპექტივა არაა,მაგაზე იდარდეთ და არა იმაზე -ვინ სად გამოვა,,შესანიშნავი ხმა აქვს ამ გოგოს,მთავარია სწორად წარმართოს თავისი მონაცემები,წარმატებები ნუცას!
12:24 / 13-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მადონა
რა ვიცი , კი ტრაბახობდა სკოლის დამთავრების მერე ამერიკაში მივდივარ სასწავლებლადო. ამერიკაში ქუჩაში ყრია ნუცასნაირი მომღერლები, შესახედავი მაინც იყოს ამხელა ამბიცია რომ აქვს .
22:58 / 12-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ეჰ
ეჰ აფსუს ასეტი გოგო ტურქეტში რომ უნდა წავიდეს, მისი დეიდაც ხომ ალბატ იქ კარგ საქმეზე არ არის, სხივის ან მსახურია, ან ფაშას ცოლი და მინარეს
21:11 / 12-10-2015
გამოხმაურება / 0 /
სტამბული
დეიდის წყალობითაც იცის თურქული.და დედის წყალობითაც.რატომ არ ამბობს ნუცა რომ დედამისიც თურქეთში მუშაობს
13:58 / 12-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS