09 ოქტომბერი, 2015
გია ჯაჯანიძის პროდიუსერის სპეციალური განცხადება: ''კონკურენტის დამარცხებით არ გამიხარია''
პირველად და უკანასკნელად ვეხები რეიტინგების თემას უკვე რამდენიმე თვეა გია ჯაჯანიძის შოუსა და მაია ასათიანის ''პროფილს'' შორის რეიტინგებით ბრძოლა მიმდინარეობს. მაია ასათიანი ახალ სეზონზე განახლებული იმიჯით ვიხილეთ. ''პროფილის'' ფორმატიც შეიცვალა.

მაიამ ყვითელი თემები სხვა გადაცემებს დაუტოვა და თავად მხოლოდ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელებს, იმ თემებზე, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს.

გია ჯაჯანიძის პროდიუსერი მაია სტეფნაძე ამ ორი გადაცემის ''ბრძოლას'' შემდეგი სტატუსით ეხმაურება:

''პირველად და უკანასკნელად ვეხები რეიტინგების თემას. მიმაჩნია, რომ რეიტინგი იმას აფასებს, თუ რამდენად მოეწონა შენი
გუნდის ნაშრომი მაყურებელს და პირადად მე კონკურენტის დამარცხებით არ გამიხარია.

მთელი ივნის-ივლისი 8 გადაცემა ზედიზედ მოვიგეთ და აზრადაც არ მომსვლია, გამარჯვების ყიჟინა დამეცა, რადგან ამით ჩემი სისუსტის დემონსტრირებას მოვახდენდი. მე არ ვეკუთვნი იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც მხოლოდ სამსახურით სულდგმულობენ და ისიც უღირსობა მგონია, როცა მოგება არ გაკმაყოფილებს და ტყუილს კადრულობ შენი ამბიციების დასაკმაყოფილებლად.

წინა გადაცემის მოგებაც არ აღმინიშნავს შამპანიურით. ასე, რომ დავუტოვოთ ხალხს უფლება რასაც უნდა იმას უყურონ და ჩვენ დავტკბეთ სიცოცხლით. მუდამ თქვენი მაია სტეფნაძე'' 

სალომე დადიანი
ბეჭდვა