09 ოქტომბერი, 2015
ხატია სიჭინავა დედამთილს სიყვარულში გამოუტყდა - ''დედა, შენი დაბადება, პირდაპირ კავშირშია ჩემს ბედნიერებასთან''
რომ არა შენი დაბადების დღე, მე ვერ შევდგებოდი როგორც ბედნიერი ქალი ბოლო დროს ქართველები სოციალური ქსელით სიყვარულს დედამთილებს ხშირად უტყდებიან. მათ რიცხვში აღმოჩნდა ხატია სიჭინავა, რომელიც დედამთილს, ლალი ნოზაძეს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს: 

''დედა, შენი დაბადება, პირდაპირ კავშირშია ჩემს ბედნიერებასთან.

რომ არა შენი დაბადების დღე, მე ვერ შევდგებოდი როგორც ბედნიერი ქალი და დედა. უბრალოდ არ შეიძლება არ მიყვარდე, რადგან ღმერთს ვაწყებინებდი არ მყვარებოდა ქალი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაზე იზრუნა მაშინ,როცა წარმოდგენაც არ ქონდა ჩემზე და ჩემი
სიყვარული გააჩინა და აღზარდა საამაყო ადამიანად!

დარწმუნებული ვარ, შენი შვილების გარდა, ბევრი საამაყო ქართველი გაუზარდე საქართველოს 29 ბაღში ამდენი წლის განმავლობაში. გილოცავ დედა, დაბადების დღეს ვულოცავ შენს შვილებს და ჩემს თავს და ყველას ვისაც ეს დღე უხარია'', წერს ხატია.

სალომე დადიანი
ბეჭდვა