06 ოქტომბერი, 2015
ნუკა კვალიაშვილის ემოციური მიმართვა: '' ბედნიერებაა, როცა სახეში არ მატენიან ვითომ ნიჭიერებას''
ახლა ბევრს ავანერვიულებ  ნუკა კვალიაშვილი მიმართავს ხალხს, ვისაც ცხოვრებაში შრომის გარეშე წარმატებისთვის მიუღწევია.

''ახლა ბევრს ავანერვიულებ გინდა, ხელოვნების სფეროში და გინდა სხვა პროფესია(ებში). ვისაც რაღაცა მიღწევები გააჩნია ცხოვრებაში, რომელიც დიდი ენერგიის მონდომების და მუშაობის შედეგია ეგ არის ყველაზე მაგარი რამ და ალბათ იმიტომ, რომ შენი წვალება რეალურად დაფასდა და შედეგი თვალწინ გაქვს, აი, კატეგორია, რომლებიც სანათესაო-საახლობლო ფულებით გაქვთ გამარჯვებები მოპოვებული, სამსახურში სხვა 24 საათი რომ ''პახაობს'' და თქვენ ვინც ფეხი ფეხ გადადებულები ზიხართ იმის იმედით,
რომ მაინც არავინ არაფერს გეტყვით, იმიტომ რომ მამიდა აქ კარგ თანამდებობაზეა და არაფერი გემუქრებათ. თქვენ ხართ ნული, თქვენი ცხოვრება არის ნული, თქვენ არაფერს წარმოადგენთ არაფერი გაგიკეთებიათ და + ბონუსად თავში(ზე) გაქვთ ავარდნილ-წარმოდგენები, თქვენ არ იცით რეალური მუშაობის ფასი და არც იმის ფასი 1 წუთში რო მაღალ თანამდებობაზე ხარ, მაგას რამდენი წვალება უნდა.

უამრავი განათლებული და მონდომებული ადამიანია ჩემს გარშემო ვინც საშინელი წვალების შედეგად ნელ ნელა მიღოღავს თავის მიზნამდე ან უბრალოდ საშუალების არ ქონის გამო და გავლენიანი ნათესავების არ ყოლის გამო სახლში ალპობს დიპლომებს და ა.შ.

ჩემს სფეროში კიდე რამდენი ხართ ვითომ მომღერალი, რომლებიც საკუთარ თავებს ურიცხავთ თანხებს ადგილების მოსაპოვებლად. ან რამდენი ადამიანია თქვენზე 100 ჯერ ნიჭიერი და 100 ჯერ მეტად ვინც უყვარს ხალხს. მაგრამ დღე და ღამე ბარში მუშაობაში რომ პურის ფული გქონდეთ, აი ესეთ ხალხს ვინც არ ნებდება და მაინც აკეთებს თავის საქმეს დაბრკოლებების მიუხედავად. თქვენ ხართ მართლა ღირსები დაიმკვიდროთ თქვენი ადგილი იმათ მაგივრათ ვინც ცოცხლადაც ვერ მღერის და ბღავის. ბედნიერებაა ტელევიზორის არ ქონა, როდესაც სახეში ძალით არ მატენიან ვითომ ნიჭიერებას.

ერთი რაც მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს რომლებიც ფუტკრებივით მუშაობენ დღე და ღამე თავს არ ზოგავენ 2 თეთრის გამო, თქვენ ხართ უმაგრესი უძლიერესი ხალხი და ნუ გწყინთ რომ ამ ქვეყანაში ესეთ მდგომარეობაში ხართ. ამ ქვეყანაში ვისაც ფული არა აქვს ან ფულიანი სანათესაო არ ყავს ყველა ამ მდგომარეობაშია და მინდა, რომ იყოთ მაგრად, გამაგრდით და მაინც იბრძოლეთ თქვენი ოცნებებისთვის! აი მეორე კატეგორიამ კიდე დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი მიღწევები ისევე თქვენი არასრულფასოვნების კომპლექსის ჩასახშობად არის და არა იმითი, რომ ვინმეს უყვარხართ და თქვენი სმენა სიამოვნებს) ნული ყოველთვის იქნება ნული''. წერს ნუკა.
ბეჭდვა