06 ოქტომბერი, 2015
ნუკა კვალიაშვილის ემოციური მიმართვა: '' ბედნიერებაა, როცა სახეში არ მატენიან ვითომ ნიჭიერებას''
ახლა ბევრს ავანერვიულებ  ნუკა კვალიაშვილი მიმართავს ხალხს, ვისაც ცხოვრებაში შრომის გარეშე წარმატებისთვის მიუღწევია.

''ახლა ბევრს ავანერვიულებ გინდა, ხელოვნების სფეროში და გინდა სხვა პროფესია(ებში). ვისაც რაღაცა მიღწევები გააჩნია ცხოვრებაში, რომელიც დიდი ენერგიის მონდომების და მუშაობის შედეგია ეგ არის ყველაზე მაგარი რამ და ალბათ იმიტომ, რომ შენი წვალება რეალურად დაფასდა და შედეგი თვალწინ გაქვს, აი, კატეგორია, რომლებიც სანათესაო-საახლობლო ფულებით გაქვთ გამარჯვებები მოპოვებული, სამსახურში სხვა 24 საათი რომ ''პახაობს'' და თქვენ ვინც ფეხი ფეხ გადადებულები ზიხართ იმის იმედით,
რომ მაინც არავინ არაფერს გეტყვით, იმიტომ რომ მამიდა აქ კარგ თანამდებობაზეა და არაფერი გემუქრებათ. თქვენ ხართ ნული, თქვენი ცხოვრება არის ნული, თქვენ არაფერს წარმოადგენთ არაფერი გაგიკეთებიათ და + ბონუსად თავში(ზე) გაქვთ ავარდნილ-წარმოდგენები, თქვენ არ იცით რეალური მუშაობის ფასი და არც იმის ფასი 1 წუთში რო მაღალ თანამდებობაზე ხარ, მაგას რამდენი წვალება უნდა.

უამრავი განათლებული და მონდომებული ადამიანია ჩემს გარშემო ვინც საშინელი წვალების შედეგად ნელ ნელა მიღოღავს თავის მიზნამდე ან უბრალოდ საშუალების არ ქონის გამო და გავლენიანი ნათესავების არ ყოლის გამო სახლში ალპობს დიპლომებს და ა.შ.

ჩემს სფეროში კიდე რამდენი ხართ ვითომ მომღერალი, რომლებიც საკუთარ თავებს ურიცხავთ თანხებს ადგილების მოსაპოვებლად. ან რამდენი ადამიანია თქვენზე 100 ჯერ ნიჭიერი და 100 ჯერ მეტად ვინც უყვარს ხალხს. მაგრამ დღე და ღამე ბარში მუშაობაში რომ პურის ფული გქონდეთ, აი ესეთ ხალხს ვინც არ ნებდება და მაინც აკეთებს თავის საქმეს დაბრკოლებების მიუხედავად. თქვენ ხართ მართლა ღირსები დაიმკვიდროთ თქვენი ადგილი იმათ მაგივრათ ვინც ცოცხლადაც ვერ მღერის და ბღავის. ბედნიერებაა ტელევიზორის არ ქონა, როდესაც სახეში ძალით არ მატენიან ვითომ ნიჭიერებას.

ერთი რაც მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს რომლებიც ფუტკრებივით მუშაობენ დღე და ღამე თავს არ ზოგავენ 2 თეთრის გამო, თქვენ ხართ უმაგრესი უძლიერესი ხალხი და ნუ გწყინთ რომ ამ ქვეყანაში ესეთ მდგომარეობაში ხართ. ამ ქვეყანაში ვისაც ფული არა აქვს ან ფულიანი სანათესაო არ ყავს ყველა ამ მდგომარეობაშია და მინდა, რომ იყოთ მაგრად, გამაგრდით და მაინც იბრძოლეთ თქვენი ოცნებებისთვის! აი მეორე კატეგორიამ კიდე დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი მიღწევები ისევე თქვენი არასრულფასოვნების კომპლექსის ჩასახშობად არის და არა იმითი, რომ ვინმეს უყვარხართ და თქვენი სმენა სიამოვნებს) ნული ყოველთვის იქნება ნული''. წერს ნუკა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
:პ
რა იყოთ რამდენს მოგხვდათ გულზე ნუკას სტატუსი :D
13:44 / 09-10-2015
გამოხმაურება / 0 /
1
ეს პატარა გოგო მართლწერის აზრზე არ არის და ამიტომაც ვერ გადმოსცემს თავის აზრს ჩამოყალიბებულად! სანამ სიტყვით გამოხვალ და ჭკუას დაგვარიგებ, ჯერ შენ ისწავლე რაღაცეები გოგონი.
11:45 / 08-10-2015
გამოხმაურება / 0 /
simartle
ბევრზე მეტად ჩახედულია ეს ბავშვი ჯერ მუსიკალურ სპეროში სადაც ბევრზე მეტად იცის რა და როგორ ხდებადა ზოგადად ისედაც ყველამ ვიცით,რომ ბევრს დიდი არაპერი გაუკეთებია ცხოვრებაში და პულით თუ პატრონის ყოლით კარიერა მოწყვეს, ეს გოგო რაზეა გულნატკენი არ ვიციტ,ამ დროს ძალიან ნიჭიერია და პიზიკურადაც მშვენიერი გოგოა.ვინ იცის რას გულისხმობს და რა წინაღობები ქონდა ან იქნებ სულაც ნიჭიერი მეგობარი დაეჩაგრა და იმას წუხას,გაიხედეთ და დაინახავთ ყველა სპეროში,ხელისუპლებაში,თუნდაც ოჯახის წევრები,რომლებიც სულაც არაპერს წარმოადგენენ,მაგრამ თანამდებობაც იშოვა,,,სამეგობროც,, იშოვა,დროებით რაგაცას მიაღწია და ეს ყველაპერი,რომ არ დაკარგოს უსაპნოდ უძვრება ვიგაცას,როგორც ჩანს იგივე ხდება ამ სპეროშიც სამწუხაროდ...
06:47 / 07-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ნუკა შენ ჯერ რა გაგიკეთებია , რომ თავს აძლევ უფლებას სხვები აკრიტიკო და რჩევა დარიგებები მიცე, ჯერ იშრომე, მიაღწიე რამეს და მერე გამოთქვი ბრძნული აზრები, დედაშენის გზას მისდევ როგორც გატყობ , სულ სხვების ლანძღვაში ხართ, ხოდა მერე სხვას არ დააბრალო ხალხს რომ არ ეყვარები, კაცთმოძულე ადამიანი არავის არ უყვარს, მიხედე შენს ცხოვრებას და საქმე გააკეთე უკეთესი იქნება შენთვის.
14:24 / 06-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკა
სრული ჭეშმარიტება,გაიხარე ნუკა ჯანსაღად აზროვნებისთვის!!!!
12:20 / 06-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS