05 ოქტომბერი, 2015
„ჩემი ცოლის დაქალებში“ ნამდვილი კატო კირვალიძე ბრუნდება
დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ნინო სერიალიდან სკანდალით წავიდა
"ჩემი ცოლის დაქალების" ახალი სეზონის დაწყება 2 ოქტომბერს იგეგმებოდა. თუმცა ბოლო დროს "რუსთავი 2"-ში განვითარებულმა მოვლენებმა სერიალის გეგმები შეცვალა. რამდენიმე მსახიობმა სერიალი დატოვა. ლელა მებურიშვილი და ეკა ამირეჯიბი "იმედზე" გადავიდნენ სამუშაოდ.

მას შემდეგ რაც ეს ფაქტი ცნობილი გახდა, მაყრებლის დიდი ნაწილი ითხოვდა, ძველი კატო კირვალიძის, ნინო გაჩეჩილაძის ეთერში დაბრუნებას. ისინი ვერაფრით ეგუებოდნენ ნინო გაჩეჩილაძის ლელა მებურიშვილით ჩანაცვლებას.

როგორც ჩანს "ფორმულა კრეატივმა" უამრავ ადამიანის სურვილი გაითვალისწინა და ნინო გაჩეჩილაძე
კვლავ სერიალში მოიწვია. ისიც თავის ადგილს დაუბრუნდა.

დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ნინო სერიალიდან სკანდალით წავიდა. თუმცა მოგვიანებით "ფორმულა კრეატივსა" და მსახიობს შორის ყველაფერი მოგვარდა. ნინომ მათ გადაღებულ რეკლამაში და ფილმ "ტაქსიში" მიიღო მონაწილეობა.

ახლაც კი როცა სერიალში დაბრუნება სთხოვეს, ბევრი არ უფიქრია. რამდენიმე წუთის წინ "ჩემი ცლის დაქალების" ოფიციალურ გვერდზე ნინო გაჩეჩილაძის ფოტო ატვირთეს წარწერით:
"ორ კვირაში ჩემი ცოლის დაქალების მერვე სეზონი იწყება!

16 ოქტომბერს, პარასკევს, 23:00 საათზე, რა თქმა უნდა - რუსთავი2-ზე". ფოტოს უკვე ძალიან ბევრი მოწონება აქვს. მაყურებელი კმაყოფილია. გაამართლებს თუ არა წასული მსახიობის დაბრუნება, ამას სულ მალე ვნახავთ. აქამდე მსგავსი შემთხვევა ქართული სერიალების ისტორიაში არ ყოფილა.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
მერაბი
ნოკა-- მემგონი აი ეხლა ამ კომენტის მერე მართლა პამპულა შენ გამოხვედი, ვინ არის ვიღაც შემოტენილი ლელა ნინოსთან, კნავანა და ყვავის ცხვირა, რეებს ბოდავ, წადი და ნუღარ უყურებ სერიალს, ამით არც სერიალს დააკლდება არაფერი და არც ნინოს, ნინო არის სუპერ მსახიობი და სუპერ ქალი.
02:35 / 08-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ეკა
NOKA-შენ ლელა გყვარებია და არა კატო, კატოს პერსონაჟი რაც ნინოსთან იყო, ისეთივე დარჩა ლელასთანაც და რას ამბობ ვერ ვხვდები, შენ გინდა თქვა რომ ლელა უფრო კარგი კატო იყო ვიდრე ნინო? აი ამაში კი ვერ დაგეთანხმები არც მე და არც მთელი მოსახლეობა , რომელთაც ესე ძალიან გაუხარდა ნინოს დაბრუნება , ნამდვილი კატო ნოკა იყო ნინო და არავითარი კნავანა ყალბად მოთამაშე ლელა.
21:11 / 12-10-2015
გამოხმაურება / 0 /
8888
გაოცებული ვარ ეს გოგონა ვინ დატოვა რომ ერთი მაგარი დიდებული ქმარი არ ჰყავს:( ასეთი__ თან საყვარელი თან ნიჭიერი,თან ლამაზი,თან ქალური, ზომიერების ფარგლებში- ჯანსაღად ამბიციური და არა კომიკურად! რეალურად პოზიტიური და არა მოჩვენებითად როცა მატ ინტერესშია მაშინ რომ კეთილშობილდებიან.ბუნებრივი და არა დაყენებული პოზით! კარგი მამის, დედის შვილი წესიერი სუფთა პრინცესაა თან 20 წლისას გავს არადა 35 წლამდეა მგონი.თაკოც კარგია მაგრამ ეს ფანტასტიური ვინმეა!!! ტუჩდასიებული სამჯერ განათხოვარი ქალები მოჰყავთ დეგენერატ კაცებს და ეს უქალესი მშვენება გასათხოვარია...მდაა
20:35 / 06-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ლალა
კაი დროსია ;დ
16:50 / 06-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ციცი
ზაააან მაგარიააა,ყოცჰაგ მიხარიააა
15:37 / 06-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS