05 ოქტომბერი, 2015
ექსკლუზივი - ნანა ლეჟავას პირველი კომენტარი ''იმედზე'' გადასვლასთან დაკავშირებით
ჟურნალისტი თბილისში რამდენიმე დღეში დაბრუნდება ''იმედთან'' დაკავშირდებით ბოლო დროს ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდება. ამბობენ, რომ არხის დირექტორი ირაკლი იმნაიშვილი იქნება. ხოლო არხს ძალიან მალე ნანა ლეჟავა შეემატებაო. ასეთ შემთხვევაში ნანა პოლიტიკური თოქ შოუს წამყვანად მოიაზრება. 

ნანა ლეჟავა, როგორც თავად გვითხრა, ამჟამად სტამბულში იმყოფება ოჯახთან ერთად. ჟურნალისტი ფეისბუქზე შვილის ფოტოებს ტვირთავს. მანამდე კი საკმაოდ დიდხანს არ ჩანდა სოციალურ ქსელსი. ''გამარჯობა მარკ, ხომ გითხარი დავბრუნდები თქო''. მის პოსტზე ინგა გრიგოლიას კომენტარიცაა: ''ეგრე, რა''- წერს ინგა.

Rating

ჟურნალისტი თბილისში
რამდენიმე დღეში დაბრუნდება. ამჯამად არსად არ მუშაობს, თუმცა მისი თქმით გავრცელებული ინფრომაციის მიხედვით ჯერჯერობით ვერც ''იმედში'' ვიხილავთ.

-  მთელი ზაფხულის განმავლობაში მისვამენ კითხვას, ვიწყებ თუ არა ''იმედში'' მუშაობას. არ ყოფილა არანაირი შემოთავაზება. ჩემთვის არავის დაურეკავს და ჩემით ხომ არ მივადგები კარზე?

მერი კობიაშვილი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS