06 ოქტომბერი, 2015
ვინ დააბრუნა კატო კირვალიძე „ჩემი ცოლის დაქალებში“
დაახლოებით ორწელიწადნახევის წინ დავტოვე სერიალი
რამდენიმე დღეში სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი, მერვე სეზონი იწყება. სერიალის შემქმნელები მაყურებელს დიდ სურპრიზს უმზადებენ, "ჩემი ცოლის დაქალებში" ნინო გაჩეჩილაძე, ნამდვილი კატო კირვალიძე ბრუნდება. მან სერიალი ორწელიწადნახევრის წინ დატოვა, რასაც ათასი ჭორ-მართალი და მაყურებლის უკმაყოფილება მოჰყვა. რას აკეთებდა ამ პერიოდის მანძილზე, რატომ თქვა უარი სხვა არხების შემოთავაზებებზე და რატომ დათანხმდა სერიალში დაბრუნებას, ამის შესახებ ნინო გაჩეჩილაძე "ამბები.გე"-ს ექსკლუზიურად ესაუბრა.

- ნინო, ჩვენთვის ცნობილია, რომ "ჩემი ცოლის დაქალებში" დაბრუნებაზე ყოველთვის
უარს ამბობდით, რატომ მიიღეთ სერიალში დაბრუნების გადაწყვეტილება ამდენი ხნის შემდეგ?

- დაახლოებით ორწელიწადნახევის წინ დავტოვე სერიალი. იმიტომ ვამბობდი უარს დაბრუნებაზე, რომ ამ როლზე სხვა მსახიობი იყო აყვანილი და მასზე იწერებოდა სცენარი. მე "ფორმულა კრეატივიდან" სკანდალით არ წამოვსულვარ. უბრალოდ იყო რაღაც გაუგებრობა, თუმცა ჩემი თანამშრომლობა მათთან გრძელდებოდა, ეს იყო რეკლამა, რომელიც გიორგი ლიფონავამ გადაიღო და ფილმი "ტაქსი", რომელიც გადაიღო მიშა მშვილდაძემ. შესაბამისად, ჩვენ ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. მე დავრჩი სერიალის გულშემატკივარი, რადგან ჩვენი დაწყებული იყო "ჩემი ცოლის დაქალები". მათი შემოთავაზება დავრუნებოდი სერიალს, მოულოდნელი იყო, თუმცა დაბრუნება იქ, სადაც შენი ადგილია ყოველთვის უფრო ადვილია. "კატო" ჩემთვის ორგანული პერსონაჟია, ბევრს ვმუშაობდი, ბოლომდე გათავისებული მყავდა ეს პერსონაჟი. ძალიან დიდი შემართებით ვარ. ეს იქნება საკმაოდ საინტერესო სეზონი, მომენატრა ჩემი მაყურებელი, დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მაყურებელია, რომელიც ამ პერიოდის მანძილზე ყოველდღიურად მწერდა სოციალურ ქსელში, ქუჩაში მაჩერებდნენ, მელოდებოდნენ ეკრანზე და მეუბნებოდნენ შენს მიერ განსახიერებულ კატოს ველოდებითო. მსახიობისთვის დაბრუნება იქ, სადაც ერთგული მაყურებელი და კარგი სტაფი ელოდება, ძალიან მნიშვნელოვანია. არანაკლებად გაუხარდა ჩემი დარუნება სტაფს, როცა მოლაპარაკებაზე მივედი, მივხვდი მარტო მე კი არ მომენატრნენ ისინი, მათაც მოვენატრე. დარწმუნებული ვარ, ისევე წარმატებულად გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა, როგორც დაიწყო.

- რა ცვლილებები იგეგმება სერიალში, როგორი იქნება კატო კირვალიძე მერვე სეზონზე?
- რა თქმა უნდა პერსონაჟი ისევ გააქტიურდება, როგორც იყო პირველ და მეორე სეზონებში. ზუსტად რა იქნება, როგორ და რა ბედი ეწევა მას, საიდუმლოდ დავტოვებ. წლის ბოლომდე ალბათ საოცრებებს მოახდენს კატო, როგორც სჩვევია მის პერსონაჟს.

- როცა სერიალში აღარ თამაშობდით, მისი აქტიური მაყურებელი იყავით?
- სიმართლე გითხრათ, აქტიურად ვერ ვუყურებდი, რადგან საღამოობით გვქონდა დანიშნული სპექტაკლები. როცა ტელევიზორთან ვიყავი საღამოს 10 საათზე, აუცილებლად ვუყურებდი. იქ ჩემი მეგობრები თამაშობენ, ანი, ყოჩი, მაკა…რომელი ერთი ჩამოვთვალო? ძალიან მიყვარს და ვგულშემატკივრობ მათ. სულ ვისმენდი სხვების აზრს სერიალის შესახებ სოციალურ ქსელში, ინბოქსში მომდიოდა მაყურებლის ბევრი წერილი, რომლებიც ბოლომდე არ კარგავდნენ იმის იმედს, რომ დავრუნდებოდი სერიალში. როგორც ჩანს, იმდენად დიდი იყო მათი სურვილი, რომ მართლაც დავბრუნდი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მაყურებელს გულშემატკივრობისთვის, გპირდებით რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი. კატო კირვალიძე დაბრუნდა.
იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
მაია მაია
მართლა ამ გოგოს გამოცვლის მერე მე არ მიყურებია სერიალისთვის,ის სეზონი რომ მორჩა,მერე ვეღარ გავაგრძელე თვალყურის დევნება,გამიხარდა,რეალური პერსონაჟია,გრძნობ რომ ორგანულია მისთვის ეს როლი,და ამ გოგოს რომ ვუყურებ-სულ ოდრი ჰეპბერნთან მსგავსებას ვხედავ რატომღაც.
09:37 / 08-10-2015
გამოხმაურება / 0 /
Mტ
ვაშააააააა რა მაგარიაააააააა
05:47 / 08-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიმა
შენ კი გენაცვალე ჩემო დახატულო გოგო. შენ ხარ უჭკვიანესი, უსერიოზულესი, ულამაზესი, უნიჭიერესი და უუუუუუუუსაყვარლესი. შენი ადგილი დიდ - ნიჭიეროოოო. ძააააააალიან მიყვარხარ. ამბები, რამდენჯერღა გამოვგზავნო, გაუშვით რაა. გთხოვთ
22:32 / 07-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მამუკა
გადაუხადეს ის თანხა რასაც ითხოვდა და დაბრუნდა აბა რას იზავდა? არ გადაუხდიდნენ და სერიალი უვარდებოდათ, რადგან მსახიობი არა ჰყავდათ. ისე ძალიან უხდება კატოს როლი, რადგან ცხოვრებაშიც ეგეთია და არ თამაშობს.
21:53 / 07-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ტატა
ძალია მიხარია, ეს როლი მხოლოდ შენთვის იყო შექმნილი. სხვა არც უხდებოდა და ვერც ვერავინ მოიხდენს შენსავით.
00:03 / 07-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS