02 ოქტომბერი, 2015
"მაგრად მიტყდება" - ნინა წკრიალაშვილის მამა გორში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ითხოვს?
გორის საკრებულომ სტალინის ძეგლის დადგმას მხარი არ დაუჭირა. ამ საკითხზე მსჯელობა დიდი ხანია მიდის, მას ჰყავს როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. საბოლოოდ, სხდომაზე 14 დეპუტატიდან ძეგლის დაბრუნებას მხარი მხოლოდ ერთმა დაუჭირა. არსებული ინფორმაციით, ის ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრია.

სტალინის ძეგლის დაბრუნების ინიციატივა, რომელსაც საზოგადოებაში - ვნებათაღელვა, გორის საკრებულოში კი განხილვები მოჰყვა, ორგანიზაცია "გორელებს" ეკუთვნით. გავრცელებული ინფორმაციით, გორის ცენტრში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ითხოვს მომღერალ ნინა წკრიალაშვილის მამაც. AMBEBI.GE ნინას დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია ჩვენგან შეიტყო.

- არ
გამიკვირდება, ეს ინფორმაცია მართალი რომ იყოს.
რაც დავიბადე და ლაპარაკი დავიწყე, მე და მამაჩემს მას შემდეგ ყველაფერზე განსხვავებული მოსაზრება გვაქვს. ვიტირო თუ ვიცინო, აღარ ვიცი, არადა სასაცილო არ არის. მამაჩემი იქნება, ბიძაჩემი თუ ჩემი მეზობელი, ვისაც გორში სტალინის ძეგლის დაბრუნება უნდა, იქნება ლენინის მავზოლეუმის გადმოტანაც მოითხოვონ.

- არ გაგიბრაზდება მამა ამ შეფასების გამო?იხილეთ სრულად
ბეჭდვა