01 ოქტომბერი, 2015
ანრი ჯოხაძე იერუსალიმში ჩაცმულობის გამო გააკრიტიკეს: ''რა იყო, გენიტალიები მიჩანს, თუ ძუძუები გამომება''
ამ ამბავმა ჩვენი ბომონდის წარმომადგენლებს გული არ გაუტეხა, მომხდარი მალევე დაივიწყეს
როგორც ცნობილია, ქართველი მომღერლები და მსახიობები ისრაელში ისვენებენ.
ნინი ბადურაშვილი, სოფო გელოვანი, შორენა ბეგაშვილი და ნოდიკო ტატიშვილი, ანრი ჯოხაძე, მაკა ზამბახიძე ერტად არაჩვეულებრივ დროს ატარებენ, თუმცა
რამდენიმე დღის წინ ანრი ჯოხაძე ''ფეისბუქზე'' წერდა, რომ აშდოთში დაბომბვას ძლივს გადაურჩნენ. შორენა ბეგაშვილი ამბობდა, რომ შიშისგან კინაღამ მოკვდა.

მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ამბავმა ჩვენი ბომონდის წარმომადგენლებს გული არ გაუტეხა, მომხდარი მალევე დაივიწყეს და გართობა განაგრძეს.

იერუსალიმის მონახულების
შემდეგ ანრი ჯოხაძე ''ფეისბუქზე'' წერდა, რომ შორენა შარონად მოინათლა, ხოლო მაკა ზამბახიძე მორჩილი გახდა. ანრი ჯოხაძე იერუსალიმში მაისურით იყო, რის გამოც კრიტიკა დაიმსახურა.

''ანრი, მაისურით შეგიშვეს, არ გეკადრება''. წერდნენ, მის ფეისბუქგვერდზე.

ანრი მას ჩვეული იუმორით უპასუხა. '' და შენ განკითხვა, ხომ გეკადრება, რა იყო, გენიტალიები მიჩანს, თუ ძუძუები გამომება. ვაი, ვაი...''

გთავაზობთ ისრაელში ჩვენი მომღერლების გართობის ამსახველ ფოტოებს.

RatingRatingRating


Rating
Rating
ბეჭდვა