29 სექტემბერი, 2015
ქრისტინე იმედაძის შვილი მალე სილამაზით დედას დაჩრდილავს
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, ტელეწამყვანი მილიონერ თოშა ქებურიაზეა შეყვარებული
ქრისტინე იმედაძე უკვე რამდენიმე წელია, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. დღეში რამდენიმე საათს ვარჯიშს უთმობს. ''რუსთავის 2''-ის ეთერიდან სწორად ვარჯიშის რჩევესაც გვაძლევს. 

მისი პირადი ცხოვრება რამდენჯერმე გახდა განხილვის საგანი, ხშირად სხვადასხვა სიმპატიურ ფეხბურთელებთან აწყვილებდნენ. თუმცა ოფიციალურად ქრისტინე მხოლოდ ერთხელ, ლაშა ჯაკობიაზე იყო გათხოვილი.

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, ტელეწამყვანი მილიონერ თოშა ქებურიაზეა შეყვარებული. ქრისტინე გამოტყდა, რომ წყვილს შორს მიმავალი გეგმები აქვს.

ქრისტინეს ერთი ქალიშვილი ტაისია ჰყავს.
ტაისია, სულ უფრო ემსგავსება დედას. სოციალურ ქსელში წერენ, რომ რამდენიმე წელიწადში ტაისია სილამაზით დედას დაჩრდილავს. 

RatingRatingRatingRatingRatingRating
ბეჭდვა