28 სექტემბერი, 2015
თაკო გაჩეჩილაძე ბერა ივანიშვილთან ურთიერთობაზე ალაპარაკდა - ''შეიძლება, მას ჩემს მიმართ რაიმე გრძნობები ჰქონდა ''...
ბიძინა ივანიშვილმა მას ფულიც კი შესთავაზა, რომ ბერა დაევიწყებინა როგორც უკვე ცნობილია, ნუკი კოშკელიშვილის ამერიკაში გათხოვების გამო, გადაცემა  ''კოქტეილები''ნიკა გრიგოლიასთან ერთად მარიტა როხვაძეს მიჰყავს. პირველი გადაცემა ''მარაო რუსთავი 2''-ზე უკვე გავიდა. მარიტამ წამყვანის როლი ადვილად მოირგო და პირველი, ვინც მას ჭორებზე გულახდილად ესაუბრა, თაკო გაჩეჩილაძე იყო.

მარიტამ და თაკომ ისაუბრეს პროექტ ''ერთი ერთზე'', სადაც თაკომ, გაიმარჯვა და ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ თაკო პლიუს ფონოგრამაზე შეასრულა რამდენიმე სიმღერა.

ისაუბრეს თაკოს გულახდილ ფოტოებზე, სადაც თაკო საცურაო კოსტიუმშია გადაღებული.
თაკომ აღნიშნა, რომ მსგავს გოგოებს უამრავი გოგონა იღებს და ''ფეისბუქზე'' ტვირთავს, ამიტომ ვერ ხვდება, რატომ მოჰყვა მის ფოტოებს აჟიოტაჟი.

ბოლოს მარიტამ თაკოს ის ჭორიც გაახსენა, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა მას ფულიც კი შესთავაზა, რომ ბერა დაევიწყებინა.

ამ ჭორზე თაკომ ბევრი იცინა და თქვა, რომ შეიძლება, ბერას მის მიმართ რაიმე გრძნობები ჰქონდა, მაგრამ მათ შორის ვერაფერი ვერ მოხდებოდა, რადგან მილიონერის შვილი ასაკით მასზე ბევრად პატარაა.

ხოლო კითხვაზე, უნდა თუ არა, რომ შვილი ჰყავდეს, თაკომ გულახდილად უპასუხა, რომ ქმარი და შვილები ძალიან უნდა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმას მეორედ არ ჩქარობს, რადგან ერთხელ უკვე იყო გათხოვილი და ამაში კარგი ვერაფერი ნახა.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
69
ეჰ, თამარა....რა ძალიან ღრმა ოცნებებში ყოფილხარ?....
18:51 / 14-01-2018
გამოხმაურება / 0 /
გიული
დიახაც უყვარდა ბერას და ეს მათ ირგვლივ ყველამ იცოდა, თანაც ძალიან უყვარდა, ვითომ რატო არ უნდა ყვარებოდა ეგ ვიღაა, ფულის ტომარა.
03:17 / 12-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიზი
თუ ბერას ჰქონდა გრძნობები, თაკოს რაღა უნდა დაევიწყებინა??? ისევ ბერასთვის მიეცა ფული ბიძოს, რომ მას დაევიწყებინა თავისი გრძნობები. ალბათ ნაქები სიბრძნე არ ეყო საამისოდ.........
00:57 / 06-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ელენე
რატომ არ უნდა შეყვარებოდა ბერას რაა თაკო ულამაზესი და უჭკვიანესი გოგოა, ბერა რა რადგან ივანიშვილის შვილია, გრძნობები არ გააჩნია თუ?
08:26 / 05-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
22.08--- იაფფასიან ზღაპრებს ის ყვება ვინც მაგას უარყოფს, მაგრამ შენ თუ ესე ძალიან არ გინდა, რომ ეს სიმართლე იყოს , კარგი შენი ხათრით ესე იყოს.
14:25 / 02-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS