26 სექტემბერი, 2015
პეტრე კოლხი მაია ასათიანს მიმართავს : „არასტაბილური ფსიქიკის შემთხვევაში, მსხვერპლი აუცილებლად თავს მოიკლავდა“
ეს არის ამბავი ძალადობისა, ფსიქოლოგიური ზეწოლისა
მას შემდეგ, რაც პეტრე კოლხმა მოდელობის სურვილის მქონე შვილის ფოტოები ატვირთა სოციალურ ქსელში, კრიტიკა დაიმსახურა. მამაოს საქციელი ბევრს გაუკვირდა და წერდნენ, რომ ეკლესიის მსახურმა შვილი მოკრძალებულად უნდა გაზარდოს და მისი ეროტიკული ფოტოები არ უნდა გამოაქვეყნოს.

საზოგადოების კრიტიკა მამა- შვილმა გადაიტანა. პეტრე კოლხის შვილმა რამდენიმე პროექტში მიიღო მონაწილეობა და გასულ კვირას  „პროფილის“ პრომოშიც გადაიღეს. პრომოს მიხედვით მას ოჯახის წევრები ძალით ათხოვებენ. პეტრე კოლხმა მომავალი გადაცემის პრომო „ფეისბუქზე“ გაიზიარა და გადაცემის
წამყვან მაია ასათიანს მადლობა გადაუხადა.

„ეს არის ამბავი ძალადობისა, ფსიქოლოგიური ზეწოლისა, ტერორის და აგრესიისა. ძალადობა მარტო ფიზიკურ ანგარიშსწორებას არ გამოხატავს, მარიამისთვის ქვა და არმატურა არავის ჩაურტყამს, მაგრამ ნაკლებიც არ უქნიათ...

არასტაბილური ფსიქიკის შემთხვევაში, მსხვერპლი აუცილებლად თავს მოიკლავდა.

მარიამმა კი ჩემი დახმარებით თუ მისი სიძლიერით გადააგორა ზიზღი, მაგრამ სხვა რომ იგივე სიტუაციაში არ აღმოჩნდეს, ერთად ვთქვათ უარი ბოროტებაზე და ვიბრძოლოთ სიძულვილის წინააღმდეგ.

თვითმკვლელი მარტო არ არის დამნაშავე, დამნაშავეა ყველა, ვინც ადამიანი სუიციდის ცოდვამდე მიიყვანა. ასეთები კი მრავლად არიან საზოგადოების ყველა ფენაში, ყველა სფეროში და სარწმუნოების სახელით ინიღბებიან... დროა მოქმედების, რადგან დუმილი დანაშაულია. პრომოში კი მარიამი შეუდარებელია. მადლობა“.

Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
GოგიAაა
სიბნელეა სიბნელე! ვისი რა ტაკოს საქმეა ამ მგვდელის თუ შენი მეზობლის ბავშვი რას აკეთებს?! თქვენ თავებს მიხედეთ! რომელ ბიბლიაში ან სახარებაში ნახეთ სურათის აკრძალვა ან 5 სელფი ექნება თუ 500! არა ბიჯოს გაბუნძგლული მგვდელი ჯობდეს მაგას რომელიმე. რატო ადამიანი რამეს გიშავებთ?!
01:50 / 09-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ტავი დაანებეთ მამა პეტრეს თქვე უმეცარნო ბრიყვო და შურიანო ბრბოვ როგორ მეცოდებით ფუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ
17:23 / 13-10-2015
გამოხმაურება / 0 /
lglg
Me ase mesmis vici da cxedav chemi modzgvrisgan ro,mamaom mrevls unda aswavlos gza,gza romelus upaltan migviyvans,tqveni mrevli tqvengan ras swavlobs sainteresoa,vin gabarebt agsarebas,saidan moxvedit???ra gindat xalxisgan?an amdeni s e l f e biii??vici codvaa rasac vwer magram minda chemi azri davapiqsiro,ro tqven xart tanamedrove mamao.
15:35 / 28-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ხატია
პიარია ამ მამაკაცის საქმე და არა მღდვლობა. შესაძლებელია გოგონას რაღაც ფსიქოლოგური ქომპლექსი აქვსდა მამა ეხმარება ამის დაძლევაში და მან ურჩია მოდელობა. გოგომ თვითონ აღიარა ჟურნალისთან არ მინოდა და მამამ მაიძულაო. ზუსტად ეს სიტყვა იყო ნახმარი )). მამამ კი ისე გადააჭარბა რომ უკვე უარყოფით ემოციებს იწვევს მისი პიარი.
19:54 / 27-09-2015
გამოხმაურება / 0 /
სს-ს
და თვითონ მამაოსგან ნახეთ თავმდაბლობა და ხმისამოუღებლობა? როგორ ფიქრობთ,ნეტა. არასდროს გამკვირვებია პირსინგი და საცურაო კოსტიუმში სურათის გადაღება, მაგრამ თავდაცვა თავდასხმაო, ეგეც ნათქვამია და კომუნიზმს ნუ ამოეფარებით ... აგერ უკვე, რაც სურათები დადო, ხალხი კი გაჩუმდა ნელ-ნელა, მაგრამ თვითონ არ ჩერდება, გვახვევს და გვახვევს აზრებს. ახლა რადგანაც ,,პროფილიც" ხელს უწყობს პიარში, ,,პროფილი" და მაია გაუხდა მშვიდობის მტრედი. მანამდე ხომ დეისაძე იყო. კი ბატონო, ამბობდა, ბავშვს ტალახი ესროლესო. თუ ბავშვია, ბავშვს პირსინგი რაში სჭირდება, აცადოს დაქალება. თუ შვილი ვერ ხვდება რაა მისი ასაკისთვის უკეთესი, მგონი მშობელს აქვს ჯანსაღი მიდგომით აზრის გამოთქმისა და ჩარევის უფლება. დემოკრატია ყველაფერში საჭირო არაა, მით უმეტეს, როცა მოზარდის სულს ეხება. ჩემი შვილი იმაზე ნაკლებად არ მიყვარს, ვიდრე - მამაოს თავისი ქალიშვილი, მაგრამ თუ საჭირო გახდა, ბავშვურ ასაკს და ბავშვურ საქციელს სრულ თავისუფლებას ნამდვილად ვერ მივცემ. გინდა პროვინციელი და ჩამორჩენილი მიწოდეთ. შვილის თავისუფალი ნებით და თავისუფალ პიროვნებად აღზრდა და ჩამოყალიბება სულ სხვა რამეა, ვიდრე ამას თვითონ მოძღვარი გვიარგუმენტებს, თავისი ტოლერანტული ოჯახის მაგალითზე. პ.ს. არმატურის და ტალახის სროლით ნუ შეგვაცოდებს ნურავინ თავს და ნურც ჩაგრულის მანტიას მოისხამთ. დიდი პატივისცემა უკვე მძაფრ რეაქციაში გადამიყვანეთ, ზომიერება ყველას ყველაფერში მართებს, ჩემის ჩათვლით!!!
15:08 / 27-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS