23 სექტემბერი, 2015
ნანუკა ჟორჟოლიანი და ირაკლი კოდუა დაშორდნენ : „ჩვენ ძალიან ახლო მეგობრებად დავრჩით“
ჩემს მტრებს დიდად ნუ გაუხარდებათ
ნანუკა ჟორჟოლიანი და ირაკლი კოდუა ერთმანეთს გაშორდნენ, - ამის შესახებ ინფორმაცია ტელეწამყვანმა გამოცემა "სარკესთან" ინტერვიუში დაადასტურა.

"მე და ირაკლი ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ არც გუშინ და არც გუშინწინ, დაახლოებით 6 თვის წინ. ეს ამბავი ირაკლის და ჩემს მტრებს დიდად ნუ გაუხარდებათ, რადგან ყოველთვის ვიქნები იქ, სადაც ირაკლის ექნება პრობლემა და იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს მტრებს წარმოუდგენიათ.

ჩვენ ძალიან ახლო მეგობრებად დავრჩით. მე ვიქნები მისი პრობლემების გვერდით, როგორც მისი მეგობარი. ირაკლისთან
უმაგრესი წლები, უმაგრესი წუთები, წამები მაკავშირებს, უბრალოდ ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში აღარ ვართ, როგორც ქალი და მამაკაცი, თორემ როგორც ადამიანები, ერთმანეთის ცხოვრებაში დავრჩით.

ასე რომ, ჩემი მტრები ძალიანაც ნუ გაიღიმებენ, მე და ირაკლი, როგორც ქალი და მამაკაცი, თუ დავშორდით ერთმანეთს, ამას მხოლოდ ჩვენ ვგრძნობთ. რაც შეეხება ჩვენს მეგობრობას, ეს უცვლელია და ბოლომდე ასე დარჩება", - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი გამოცემასთან საუბრისას.
ბეჭდვა