23 სექტემბერი, 2015
ნანუკა ჟორჟოლიანი და ირაკლი კოდუა დაშორდნენ : „ჩვენ ძალიან ახლო მეგობრებად დავრჩით“
ჩემს მტრებს დიდად ნუ გაუხარდებათ
ნანუკა ჟორჟოლიანი და ირაკლი კოდუა ერთმანეთს გაშორდნენ, - ამის შესახებ ინფორმაცია ტელეწამყვანმა გამოცემა "სარკესთან" ინტერვიუში დაადასტურა.

"მე და ირაკლი ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ არც გუშინ და არც გუშინწინ, დაახლოებით 6 თვის წინ. ეს ამბავი ირაკლის და ჩემს მტრებს დიდად ნუ გაუხარდებათ, რადგან ყოველთვის ვიქნები იქ, სადაც ირაკლის ექნება პრობლემა და იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს მტრებს წარმოუდგენიათ.

ჩვენ ძალიან ახლო მეგობრებად დავრჩით. მე ვიქნები მისი პრობლემების გვერდით, როგორც მისი მეგობარი. ირაკლისთან
უმაგრესი წლები, უმაგრესი წუთები, წამები მაკავშირებს, უბრალოდ ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში აღარ ვართ, როგორც ქალი და მამაკაცი, თორემ როგორც ადამიანები, ერთმანეთის ცხოვრებაში დავრჩით.

ასე რომ, ჩემი მტრები ძალიანაც ნუ გაიღიმებენ, მე და ირაკლი, როგორც ქალი და მამაკაცი, თუ დავშორდით ერთმანეთს, ამას მხოლოდ ჩვენ ვგრძნობთ. რაც შეეხება ჩვენს მეგობრობას, ეს უცვლელია და ბოლომდე ასე დარჩება", - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი გამოცემასთან საუბრისას.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ლიანკა
ჩემტვის დაუჯერებელია ნანუკას და კოდუას დასშორება და თუ მართალია ძალიან მეწყინა....
20:47 / 27-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ჯიბო
ვერ დაგმართვია კაი ამბავი დაიიია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
02:32 / 26-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანუკას
ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა- მაგრად შეეფერებით ერთმანეთს, ისე ისედაც დაშირებულები არ იყავით?.....
18:23 / 25-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ლეკი
მევასება ქმრების ახევა.
15:08 / 25-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანუკას "ფანი" არ ვარ....
ნანუკას ფანი არ ვარ, მაგრამ მჯერა, რომ ვერავინ წაიყვანს სხვის ქმარს, თუ იმ ქმარს საკმარისად მყარი ფსიქიკა აქვს და უყვარს თავისი ცოლ-შვილი. ის ნივთი ხომ არ არის?!?! ნანუკა არა, მაგრამ სხვა გამოჩნდებოდა, ვისთანაც წავიდოდა კოდუა. როგორც წესი, კაცები სხვასთან კი არ მიდიან, არამედ ვინც ყავთ-იმათქან მიდიან. შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე მჯერა. მახსენდება ერთი ახლობელის ისტორია, რომელიც ასევე ძალიან ახალგაზრდა დაოჯახდა და ყავდა 3 შვილი. რამოდენიმე წელიწადში კვლავ შეუყვარდა ვიღაც. რამდენადაც გასაოცარიც არ უნდა იყო, უყვარდა ორივე. იმავდროულად, მის ცოლს ეყო სიბრძნე ქმარი საყვედურებით არ შეეწუხებინა და მისთვის სახლში მოსვლა გაუსაძლისი არ გაეხადა. ასე გრძელდებოდა წლები და ის ოჯახიდან არ წასულა. ამას ის ხსნიდა იმით, რომ თვლიდა, რომ აბსოლუტურ ბედნიერებას ვერ მიაღწევდა, რადგან ორივე უყვარდა და რომელთანაც არ უნდა ყოფილიყო, მეორეს ტკენდა გულს. ხოლო იმ მომენტისთვის უბედური იყო მხოლოდ მისი საყვარელი. ოჯახიდან წასვლის შემთხვევაში ბედნიერი იქნებოდა მხოლოდ ერთი ადამიანი და უბედური-ოთხი, ცოლი და სამი შვილი. დროთა განმავლობაში თავად დაასრულა ის ურთიერთობა. საერთოდ კი, ადამიანების პირადი ცხოვრება მათი პირადი საქმეა და არა ყვითელი პრესის....
06:36 / 25-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS