16 სექტემბერი, 2015
ანანო მჟავიას აქამდე უცნობი ქმარი - მომღერალმა წლების შემდეგ მეუღლე გამოაჩინა
მისი ქმრის ყოფილმა ცოლმა კი ინტერვიუებში გაამხილა, რომ ანანომ მას ქმარი წაართვა
რამდენიმე წლის წინა ანანო მჟავია ''ჯეოსტარში'' მონაწილეობდა. პროექტში ვერ გაიმარჯვა, თუმცა მოგვიანებით ამავე პროექტის ერთ-ერთი წამყვანი გახდა. ანანო პრესას სწყალობდა და მის შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ მომღერალი და ტელეწამყვანი პირად თემებზე მას შემდეგ აღარ საუბრობდა, რაც გათხოვდა.

მისი ქმრის ყოფილმა ცოლმა კი ინტერვიუებში გაამხილა, რომ ანანომ მას ქმარი, ბექა ბეშკენაძე წაართვა. გოგონასთვის ანანოს დედას ისიც უთქვამს, რომ შვილს ვერაფერი გააგებინა, ასე რომ
არ მოქცეულიყო. ანანომ ეს ყველაფერი უარყო და თქვა, რომ ბექა ცოლს დაშორებულია და ასე რომ არ ყოფილიყო, ისინი ერთად არ იქნებოდნენ.

ამ სკანდალის შემდეგ ანანომ საერთოდ შეწყვიტა პრესასთან ურთიერთობა. მონაწილეობა მიიღო პროექტ ''ორ ვარსკვლავში'' მორაგბე დაჩი კოპაძესთან ერთად, მაგრამ იმ პერიოდშიც ინტერვიუებში მხოლოდ პროექტის შესახებ საუბრობდა.

თუმცა რამდენიმე დღის წინ ანანომ ქმრის სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები ატვირთა. შესაძლოა, მომღერალი დაიღალა პირადი ცხოვრების დამალვით. მის პირად ცხოვრებაზე ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ წყვილს ერთი შვილი - ბექა ბეშკენაძე  ჰყავს. სკანდალის დეტალებზე კი წყვილს პრესასთან არ უსაუბრია. 
Rating












Rating





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
დოდო
ოჯახი დაცული არ არის,
11:05 / 28-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ნიცა
დაანებეტ თავი რაგაც რაღაცაების გავრცელებას რა თქვენი საქმე ვერ ვხვდებ. აცადედ გოგოს ბედნიერება და ვინ როგორ გახდა ვისი ცოლი ეგ ტქვენი საქმე არაა...
19:26 / 22-09-2015
გამოხმაურება / 1 /
ნიცა-ს
შენ რომ წაგართმევს ასეთი ქალი ქმარს, მერე სხვანაირად იჭიკჭიკებ.
11:47 / 08-03-2019
ნონა
კარგი ქალისგან კაცი არაოდეს არ მიდის,და თუ წავიდა ესეიგი წავიდა და არა წაართვეს.კარგი ქალობა არ ნიშნავს ჭურჭლის და სარეცხის კარგად რეცხვას გაიგეთ.
11:05 / 22-09-2015
გამოხმაურება / 1 /
ნონა
შენი ქმარი სხვა ქალთან რომ გაიქცევა, მერე მიხვდები რა სისულელესაც ამბობ.
11:50 / 08-03-2019
ხვიჩა
ლეკი-ესეთი სადისტი ხარ? სხვისი ოჯახების გაუბედურებით ხარობ? ერთი შენ გაიხარებ და მეორე ანანო და მისნაირი ქალები. მეზიზღებიან ეგეთები...
09:11 / 22-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ბაბეტა
ის ლეკი მახაჩკალიდანაა
16:57 / 18-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS