09 სექტემბერი, 2015
როგორ ულოცავს ნინი ბადურაშვილი ქეთა თოფურიას დაბადების დღეს: ''დარჩა ისეთი, როგორიც წავიდა''
ბოლო რამდენიმე წელია, მოსკოვში ცხოვრობს და აქტიურადაა ჩართული რუსულ შოუ ბიზნესში
''დღეს ქეთოს დაბადების დღეა! მიუხედავად უდიდესი წარმატებისა, დარჩა ისეთი, როგორიც წავიდა და ამიტომ უყვარს ყველას. მაგარი გოგოა და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ'',

წერს ნინი ბადურაშვილი და ქეთა თოფურიასთან ერთად ერთ ერთ დაბადების დღეზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ქეთა თოფურია 29 წლის გახდა. ბოლო რამდენიმე წელია, მოსკოვში ცხოვრობს და აქტიურადაა ჩართული რუსულ შოუ ბიზნესში. ფეხმძიმობის პერიოდშიც იღებდა სხვადასხვა კონცერტებში მონაწილეობას.

ნინი და ქეთი ბავშვობიდან მეგობრობენ და მის
შეფასებებს ბევრი დაეთანხმა.

უცხოეთში მოღვაწე ქართველ ქალებს შორის, ქეთა თოფურია ის ადამიანია, რომელიც ახერხებს, გამუდმებით მის ირგვლივ იტრიალოს რუსულმა თუ ქართულმა მედიამ და ყოველთვის პოპულარობის პიკზე იყოს. მისი გემოვნება, სტილი, ქმედებები, პირადი ცხოვრება, საკონცერტო გამოსვლები - ხალხს ყველაფერი აინტერესებს მასზე და იგებს კიდეც.

ერთადერთი, რაც ყველასგან გულმოდგინედ დამალა, ორსულობა იყო და მოულოდნელად დიდი მუცლით მისმა გამოჩენამ იმხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, საქართველოსა და რუსეთში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა დაჩრდილა.

ქეთამ ამერიკაში პრესტიჟულ კლინიკაში იმშობიარა და უკვე მოსკოვში დაბრუნდა.

დაბადების დღეს ქეთა სოციალური ქსელის საშუალებით უამრავ მილოცვას იღებს.


Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
19-40
ნინის შეფასებული ქეთა, რატომ არ შეაფასებს ნეტავი. . .
12:43 / 11-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS