06 სექტემბერი, 2015
თამარ ივერი ბუბა კიკაბიძეს განუკურნებელი დაავადების დამარცხების გზას ასწავლისს : „მართლა საშინელი დავადებაა“...
ბევრი ოპერაცია გამიკეთეს, მაშინაც კი, როცა იმედს არ იძლეოდნენ ვახტანგ კიკაბიძემ რუსეთის პირველი არხის გადაცემა Мужское/Женское-ში მიიღო მონაწილეობა. გადაცემის ჟურნალისტი იულია ბარანოვსკაია სპეციალური ვიზიტით თბილისს ეწვია და ბუბა კიკაბიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

ქართველმა მომღერალმა ჟურნალისტს გაუმხილა, რომ უკვე რამდენიმე თვეა თირკმელების დაავადების გამო მუდმივად დიალიზზე უწევს ყოფნა.

„ბევრი ოპერაცია გამიკეთეს, მაშინაც კი, როცა იმედს არ იძლეოდნენ. თვითონ ვაწერდი ხელს, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვიყავი, ოღონდ ოპერაცია გაეკეთებინათ. ახლა დიალიზზე ვარ, ეს კეთდება მაშინ, როდესაც თირკმელი არ
მუშაობს და მის მაგივრად მუშაობს დანადგარი. ეს სიცოცხლის ბოლომდე მჭირდება. ეს ისეთი უცნაური დაავადებაა, სისხლი არ იწმინდება.

ამით არ უნდა დავაადებულიყავი. არ ვიყავი ასეთი ტანჯვის ღირსი, ამდენი დაავადებაა და რაღა ეს დამემართა, რომელიც არ ინკურნება“. აღნიშნა მომღერალმა საუბრისას.

ემოციური ინტერვიუს ნახვის შემდეგ ოპერის მომღერალმა თამარ ივერმა ბუბა კიკაბიძეს სოციალური ქსელით მიმართა: 

„ბატონო ბუბა, იტალია, როგორც კათოლიკური ცენტრი საკმაოდ ჰუმანურად უდგება ადამიანის ჯანმრთელობას და პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანაა სადაც ახალჩასულ ადამიანს, ყოველგვარი დაზღვევების და ფულის გადახდის გარეშე უკეთებენ ოპერაციას.

მე რამდენიმე ქართველი ვიცი, იგივე დიაგნოზით და დიალიზით გაწვალებულნი, ჩვეულებრივად, ჩადგნენ იქ "თირკმელის რიგში" და ხაზს ვუსვამ-ყოველგვარი ნაცნობობის, თანხების და ყველაფრის გარეშე მათ ახალი თირკმელი გადაუნერგეს და დღეს ბიჭებივით არიან.

ახალი ცხოვრება დავიწყეთო. არადა, ისე, სხვაგან მგონი 60.000€ ზე მეტი ღირს ასეთი ოპერაცია. იქნებ გეცადათ თქვენზე ერთხელ და სამუდამოდ. მართლა საშინელი დავადებაა.

ჯანმრთელობას გისურვებთ“.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
ხათუნა
ბუბა მაგრად იყავი, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, შენ ნამდვილ ქართველებს გვეამაყები და დიდხანს უნდა გვყავდე!
19:00 / 14-09-2015
გამოხმაურება / 0 /
მანია
ჯანმრტელობა ბუბას, მარტლა უამრავი სიხარული მოგვანიჭა, მართალია ტოფიტ დარბოდაო 92 წლ ში და შემზულდასავიტ...მაგრამ მაიცნ სიხარულს მანიჭებს მისი ფილმები; მიმინო, არ იდარდო... მე მხოლოდ შვილს მივცემდი, ღმერტმა არ დააჭირვოს, დანარჩენებს კი...რაც მივეცი ჩემს სისხლს და ხორცს ისიც ზედმეტი ყოფილა! მადლიერი ვინ არის(მაგისტვის არ გამიკეტებია) მარა ისე მატკინეს გული...ჩემი საკუტარი სახლიდან გამომაგდეს/მაიძულეს წამოვსულიყავი, ზოგმა კი რა მოგიციაო, არც არაფერიო! როცა საკუტარი შვილის ლუკმას ვუყოფდი და ვაზლევდი მატ...ზოგმა კინაღამ ტვალები ამომტხრა რაღაც შენიშვნაზე...საკუტარმა დამ კი სულაც ჩემი ნაყიდი სახლიდან მაიძულა წამოვსულიყავი, ყოველ დრე მეჩხუბებოდა...არაფერზე....იძულებული ვიყავი წამოვსულიყავი. ყველაფერი ამაო ყოფილა ამ ქვეყნად. ასე რომ ჩემი იმედი ნუღარ გექნებათ, იციტ, ვისაც გეუბნებიტ
18:57 / 10-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ან
იტალია არ ვიცი და ისე ვინც დაავადებულები ხარტ და ფული არ გაქვტ ნებისმიერ ევროპის ქვეყანას ჩაბრდიტ (გერმანია, საფრანგ, ავსტრია, ბელგია , ჰოლანდიის გარდა) და უფასოდ იმკურნალეტ ასე აკეტებენ ვინც იციან
18:46 / 10-09-2015
გამოხმაურება / 0 /
მემე
ადამიანს ორი თირკმელი იმისთვის კი არაქვს, რომ ერთი ზედმეტია და შეიძლია გააჩუქოს, არამედ იმისთვის რომ ორივე საჭიროა ორგანიზმისთვის. ერთი თირკმელით ადამიანს ელემენტარული ყავის და ჩაის დალების უფლება აღარ აქვს. ასე რომ ვინმეს ადგე და სთხოვო ერთი თირკმელი მომეცი გამოდის სიცოცხლის ნახევარი დაათმობინო. მართლაც საკუთარ შვილს ან მშობელს ან ოჯახის წევრს თუ დაუთმობ. რაც შეეხება გადანერგვას 100 %_ით შეთავსება არ არსებობს და ისიც 10 წლის შემდეგ გადანერგილი თირკმელიც იწყებს ფუნქციონირების შეჩერებას. ასე რომ მოვუფრთხილდეთ იმას რაც ღმერთმა მოგვცა და შევეშვათ იმის დიდაქტიკას თუ როგორ შეიძლება ამით სხვას დაეხმარო. პ.ს. კიკაბიძეს ცოტა ნაკლები ალკოჰოლი რომ ესვა მთელი მისი ცხოვრება და ნაკლები თამბაქო მოეწია ახლა სათქმელიც აღარ ექნებოდა "არ ვიყავი ამის ღირსიო"!!!
13:36 / 09-09-2015
გამოხმაურება / 0 /
არც ისე იშვიათია!
ჩემს ირგვლივ ორი ოჯახია ასეთი:ერთში დედამ მისცა შვილს მეორეში დამ, თუმცა ნათესაობის მიუხედავად ყოველთვის შესაბამისობა არ არის...
11:43 / 09-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS