03 სექტემბერი, 2015
„მაიტა ნასოსის“ მეორე სერიას სოსო ჯაჭვლიანის გარეშე იღებენ - „ერთ-ერთ კადრში სრულიად შიშველს უნდა გამევლო“
მითხრეს, რომ მაღალი ანაზღაურება მექნებოდა
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ძალიან მალე ''მაიტა ნასოსი 2''-ის გადაღებები დაიწყება. რამდენიმე წლის წინ, როდესაც სოსო ჯაჭვლიანმა ''მაიტა ნასოსი'' გადაიღო, ამბობდა, რომ თუ სვანებზე ანეგდოტებს თავად სვანებივე მოყვებოდნენ, მათზე ხალხი შთაბეჭდილებას შეიცვლიდა. თუმცა ასე არ მოხდა. გადავწყვიტეთ გაგვეგო, რას ფიქრობს რეჟისორი ფილმის გაგრძელებაზე. რეჟისორი, რომელიც როგორც ყოველთვის ხუმრობის ხასიათზე იყო.

როდესაც გაიგო, რომ ''რეიტინგიდან'' ვურეკავდით, ჩვენს შორის შემდეგი საუბარი შედგა.

- ''რეიტინგიდან'' ხართ? მერე სვანებს გვეშინჯება ''რეიტინგი''?
- დიახ, როგორც
ამბობენ.

- გუშინ გავიგე, რომ უცხოელებს გაუკეთებიათ პოლიტიკური შეხვედრების რეიტინგი. ვინ ატარებს ყველაზე მეტ დროს ადამიანებთან და პირველ ადგილზე ვყოფილვარ, გამიკვირდა. კარგი, მოვრჩეთ ხუმრობას და მითხარით, რა გაინტერესებთ.

- როგორც გავიგეთ ''მაიტა ნასოსის 2''-ის გადაღებები დაიწყო. რეჟისორი თქვენ ხართ?
- გიორგი კაჭარავას დაუწყია ფილმის გაგრძელების გადაღება. როგორც ვიცი, როდესაც ფილმის გაგრძელება გინდა გადაიღო, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო საავტორო უფლებები. ხომ უნდა ჩაგაყენონ საქმის კურსში, რომ ამას ვაკეთებთ. მე კი ამის შესახებ არაფერი ვიცი. გავარკვევ რას აკეთებენ. შეიძლება, მართლები არიან, შეიძლება არ არიან მართლები. მერე ვილაპარაკოთ.

- თქვენ გქონდათ კაჭარავასთან საუბარი?
- არა, ჩვენ არ გვისაუბრია.

- ჩვენი ინფორმაციით გადაღებები უახლოეს მომავალში დაიწყება. რის გაკეთებას გეგმავთ?
- არ, ვიცი. ჯერ გავერკვევი. მოდი, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. შეიძლება, სულ სხვა რამეს იღებენ. შეიძლება, ფიქრობენ, რომ რადგან პარლამენტში ვარ, პარლამენტშივე იყოსო. მაგრამ პარლამენტი ჩემი ყოფნა დროებითია.

ვესაუბრეთ ეკა ქუთათელაძეს, რომელსაც ''მაიტა ნასოსი 2''-ში მთავარი როლი შესთავაზეს.

- ფილმის გადაღებები უკვე მიმდინარეობს. ერთ-ერთი მთავარი როლი შემომთავაზეს. უნდა ვყოფილიყავი გოგონა, რომელიც ყველა მამაკაცის ოცნება იქნებოდა და სიზმარში დაესიზმრებოდათ, მაგრამ ვერ შევთანხმდით.

- თანხაზე ვერ შეთანხმდით?
- მითხრეს, რომ მაღალი ანაზღაურება მექნებოდა. კარგი დაფინანსება გვაქვს, კარგადაც დავაპიარებთ და საზღვარგარეთაც გავიტანთ ფილმსო. მაგრამ მე უარი ვთქვი. ერთ-ერთ კადრში სრულიად შიშველს უნდა გამევლო. მართალია, სცენა ბუნდოვანი იქნებოდა, მაგრამ მე მაინც არ მომეწონა ჩანაფიქრი.
ეწყინათ, რომ ვუთხარი, ''მაიტა ნასოსის'' პირველი ნაწილი არ მქონდა ნანახი. დაახლოებით ვიცი ფილმში რაც ხდება. ჩემი აზრით, სვანები ასეთები არ არიან, ეს მხარე ცუდად არიან დახასიათეული. ასე რომ ვუთხარი, ესეც ეწყინათ.

- ფილმში თამაშის გამოცდილება გაქვს?
- არ მაქვს არანაირი გამოცდილება. მითხრეს, არაა პრობლემა. დიდად მსახიობობის ნიჭი არ გჭირდებაო. სცენარის მიხედვით სხვების სიზმარში უნდა მეცეკვა აღმოსავლური ცეკვები.

- გეხერხება აღმოსავლური ცეკვები?
- ყველანაირი ცეკვა მეხერხება, უბრალოდ ფილმის იდეა არ მომეწონა.

სალომე დადიანი
ბეჭდვა